ორიგინალი
სოფლის განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს
იმედი·17:31

სოფლის განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს

25 ნოემბერი, 2026 · 17:31

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქვეყანაში მექანიზაციის დონის ამაღლების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა ამოქმედდება. სოფლის განვითარების სააგენტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადებს, ელექტრონული ფორმით8 დეკემბრიდან მიიღებს.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება არანაკლებ 20 ცხენის ძალის მქონე ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი სხვა ტექნიკის შეძენა. (გარდა მოტობლოკებისა)

პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: არანაკლებ 2 ჰექტარი – ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ხოლო არანაკლებ 10 ჰექტარი – ყურძნის, მარცვლეულისა და სილოსის ამღები თვითმავალი კომბაინის თანადაფინანსების შემთხვევაში.

მიწის ნაკვეთი დადგენილების ამოქმედებამდე უნდა იყოს ბენეფიციარის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში, ან მიღებული ჰქონდეს სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით. საკუთრებისა და იჯარის უფლება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში, ხოლო იჯარის დარჩენილი ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს.

სააგენტოს თანადაფინანსება ტექნიკის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ს შეადგენს. თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისა და შესაძენი ტექნიკის სახეობის მიხედვით: 2-დან 10 ჰექტრის ჩათვლით მიწის ფართობის შემთხვევაში - 75,000 ლარით, ხოლო 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობის შემთხვევაში - 150,000 ლარით. ყურძნის, მარცვლეულის ან სილოსის ამღები თვითმავალი კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 300,000 ლარს შეადგენს.

პროგრამით სარგებლობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირები და რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები, რომლებშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს, პაის ან აქციას.

დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და წარმოებული უნდა იყოს პროგრამაში განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული წლით ადრე.

პროგრამის ბენეფიციარებს ასევე შეეძლებათ ისარგებლონ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის“ კომპონენტის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის“ ქვეკომპონენტით.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია.

ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფლის განვითარების სააგენტო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:52

მაია ბითაძე: ოზურგეთის თეატრის, როგორც გურიის რეგიონის ერთადერთი პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

მაია ბითაძე: ოზურგეთის თეატრის, როგორც გურიის რეგიონის ერთადერთი პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
იმედი·19:48

„ცუდი სუნი ასდის იმას, რაც დღეს რუსეთთან მიმართებით მზადდება, არ მესმის, რატომ ვგზავნით სამხედროებს უკრაინაში მაშინ, როცა ეს ჩვენი ომი არ არის“ - ტედი რინერი საფრანგეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის და უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს

იმედი·19:43

პოლონური მედია: ევროკომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პოზიციას გადახედა და ფერმერებისა და გადამზიდავების დაცვასთან დაკავშირებით პოლონეთის მოთხოვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა

იმედი·19:35

Euronews: სერბეთის ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტს არ დაესწრება - მოსალოდნელია, რომ ბელგრადი არც სამიტის დეკლარაციას მოაწერს ხელს, რაც კვლავ ღიად ტოვებს კითხვას, დაუახლოვდება თუ არა სერბეთის მომავალი მთავრობა ბლოკის საგარეო პოლიტიკას, მათ შორის რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და კოსოვოს საკითხებში

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.