ორიგინალი
დავით უტიაშვილი: სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება
იმედი·19:03

დავით უტიაშვილი: სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება

25 ნოემბერი, 2026 · 19:03

უცხოური ვალუტის სესხებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და იმ მსესხებლების დამატებითი დაცვის მიზნით, რომლებსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, სავალუტო სესხის აღების ზღვარი 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.

სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით უტიაშვილის თქმით, ცვლილება შეეხება როგორც იპოთეკურ მსესხებლებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

„ლარიზაციის ტენდენციებს სტაბილურად მზარდი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ვხედავთ, რომ უცხოური ვალუტის გარკვეულ სეგმენტებში სესხები კვლავ გაიცემა რისკებისგან დაუცველ მსესხებლებზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გავზარდოთ ზღვარი რისკებისგან დაუცველი მსესხებლებისთვის. ამით დამატებით დავიცავთ როგორც ამ სეგმენტში არსებულ იპოთეკურ მსესხებლებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე შეფასდა საბანკო სექტორის მდგომარეობა და კომიტეტის გადაწყვეტილებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელი დარჩა. მან ხაზი გაუსვა, რომ სექტორი მდგრადია, აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, აქტივების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი მომგებიანობა, საკრედიტო ზრდა კი თანაზომიერია ეკონომიკურ აქტივობასთან.

„საბანკო სექტორი არის მდგრადი, აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერი, აქტივების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი მომგებიანობა. საკრედიტო ზრდაც მეტ-ნაკლებად თანაზომიერია ეკონომიკური აქტივობის. შესაბამისად, კონტრციკლური ბუფერის ან სხვა ინსტრუმენტებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ამ ეტაპზე არ ყოფილა“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი კვლავ დააკვირდება დოლარიზაციის ტენდენციებს და იმედოვნებს, რომ ფინანსური დოლარიზაციის შემცირების პროცესი სტაბილურად გაგრძელდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით უტიაშვილი: სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება

თემა: დაცვა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • BM.GE·15:28
    სავალუტო სესხის ზღვარი იპოთეკური მსესხებლების და SME ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება - უტიაშვილი
  • ტვ პირველი·13:10
    ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა სპეცსამსახურებმა მოუხსნეს
  • რუსთავი 2·14:32
    შაკო კუჭაშვილი "ტვ პირველის" სიუჟეტზე: სასაცილოა ქართული მიწისა და ეროვნული ღირებულებების დაცვაზე საუბარი იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ღირებულებებსაც ეწინააღმდეგებოდნენ და მათ დამცველ ხელისუფლებასაც
  • ფორმულა·12:21
    მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა
დაცვა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:17

Euronews: საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს შეფასებით, ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში დაახლოებით 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას

Euronews: საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ს შეფასებით, ფინანსური სირთულეების გამო, ევროპის ინდუსტრიულ კომპანიებში დაახლოებით 3.7 მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას
იმედი·19:12

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა

მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
იმედი·19:05

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს, ევროკავშირსა და კიდევ ათზე მეტ ქვეყანას ახალ ტარიფებს უწესებს
იმედი·18:35

ცოტნე ანანიძე: ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს

ცოტნე ანანიძე: ისევე როგორც ადამიანს, დემოკრატიასაც აქვს თავისი იმუნიტეტი, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დაცვა. ეს არის სწორედ დემოკრატიის იმუნიტეტის რეაქცია, რაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.