ორიგინალი
USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - როგორ სთავაზობდნენ USAID-ს Meta-სთან პირდაპირ კავშირს საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე
იმედი·21:29

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - როგორ სთავაზობდნენ USAID-ს Meta-სთან პირდაპირ კავშირს საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე

25 ნოემბერი, 2026 · 21:29

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის აგვისტოში, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი სააგენტოს სოციალური ქსელების გიგანტ Meta-სთან პირდაპირი საკონტაქტო არხის დამყარებას სთავაზობდა.

2024 წლის 16 აგვისტოთი დათარიღებული ელექტრონული წერილით დგინდება, რომ კომპანია DAI-ის წარმომადგენელი რიჩარდ ჰეზელვუდი მიმართავს USAID-ის თანამშრომელ ლინა პანტელეევას. წერილის მიმღებთა სიაში ასევე ფიგურირებენ უწყების სხვა წარმომადგენლები და DAI-ის თანამშრომელი გივი ჭანუყვაძე.

მიმოწერის საბაბი გახდა გამოცემა Civil Georgia-ს იმავე დღის სტატია, რომელიც Meta-ს მიერ რუსული წარმოშობის ყალბი ანგარიშებისა და გვერდების წაშლას ეხებოდა.

ჰეზელვუდი წერილში აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, აქვს თუ არა USAID-ის მისიას პირდაპირი კავშირი Meta-სთან, თუმცა სააგენტოს კომპანიის ერთ-ერთ მენეჯერთან დაკავშირებას სთავაზობს.

„Meta-ს კონტენტისა და პროდუქტის პოლიტიკის მენეჯერი (დეზინფორმაციის მიმართულებით), მაიკ ბრედოუ ჩემი მეგობარი და კონტაქტია. ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა USAID-ში როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე გარდამავალი ინიციატივების ოფისში. ის შესაძლოა კარგი საკონტაქტო პირი იყოს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნული მიმოწერა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული იმ ფაილების ნაწილია, რომელთა გასაჯაროებასაც ბოლო დღეებში აშშ-სა და საერთაშორისო მედიაში აქტიური განხილვა მოჰყვა. კრიტიკოსები ამ დოკუმენტებს სახელმწიფო სტრუქტურების, კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და ტექნოლოგიური პლატფორმების არაფორმალური კოორდინაციის მაგალითად განიხილავენ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - როგორ სთავაზობდნენ USAID-ს Meta-სთან პირდაპირ კავშირს საქართველოში მიმდინარე პროტესტის ფონზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·21:43

USAID-ის გასაჯაროებული ფაილები - 2022 წლის სექტემბერში თბილისში Meta-ს საჯარო პოლიტიკის რეგიონული მენეჯერის, კატერინა კრუკის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც მიხეილ ბენიძე იყო

იმედი·21:06

იგორ ივანოვის როლი ვარდების რევოლუციაში - მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი წერილი ციხიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იგორ ივანოვის როლი ვარდების რევოლუციაში - მიხეილ სააკაშვილის აღიარებითი წერილი ციხიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი·21:00

ევროდეპუტატები საქართველოზე მომზადებულ ექვს დოკუმენტს განიხილავენ, სადაც სანქციების მოთხოვნის პარალელურად, ალტერნატიული პოზიციაც ფიქსირდება. დეტალები „ქრონიკაში“

ევროდეპუტატები საქართველოზე მომზადებულ ექვს დოკუმენტს განიხილავენ, სადაც სანქციების მოთხოვნის პარალელურად, ალტერნატიული პოზიციაც ფიქსირდება. დეტალები „ქრონიკაში“
იმედი·20:50

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და „ნაციონალური მოძრაობა“ არგუმენტების გარეშე - პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და „ნაციონალური მოძრაობა“ არგუმენტების გარეშე - პარტია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.