ევროდეპუტატები საქართველოზე მომზადებულ ექვს დოკუმენტს განიხილავენ, სადაც სანქციების მოთხოვნის პარალელურად, ალტერნატიული პოზიციაც ფიქსირდება. დეტალები „ქრონიკაში“
საქართველოს საკითხი ევროპარლამენტში. ევროდეპუტატები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებზე მორიგი რეზოლუციის მიღებას გეგმავენ. სხდომის წინ ევროპელ კანონმდებელთა შეფასებები განსხვავებულია.
ინიციატივების უმრავლესობა ისევ მმართველი გუნდის ლიდერებისა და სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებს, ფინანსურ სანქციებსა და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს.
დეტალები ანუკი ჩხიკვაძის ჩართვაში.
