ორიგინალი
ComCom-მა თემაზე „AI და მისი პრაქტიკული გამოყენება“ თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა
იმედი·09:48

ComCom-მა თემაზე „AI და მისი პრაქტიკული გამოყენება“ თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა

26 ნოემბერი, 2026 · 09:48

კომუნიკაციების კომისიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ტრენინგი თემაზე - „ხელოვნური ინტელექტი და მისი პრაქტიკული გამოყენება“ ჩაატარა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს AI ტექნოლოგიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მისი შესაძლებლობები და გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოყენებაზე, რომლებსაც დასაქმებულები სამუშაო პროცესში გამოიყენებენ. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ტრენინგები ტარდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სამიზნე სოფლებში: ბროლიქედში, გოდოგანში, დელტასუბანში, ეწერში, ვარდიგორაში, თავასაში, თუზიში, კაკაბაურში, ნავენახევში, ნაგარევში, სკანდეში, ჩიხორსა და ჭოგნარში.

აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48", - აღნიშნულია იფმროამციაში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ComCom-მა თემაზე „AI და მისი პრაქტიკული გამოყენება“ თერჯოლის მერიაში ტრენინგი ჩაატარა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·09:57

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არდისუბანში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არდისუბანში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
იმედი·09:52

გალერეა „იარტში“ პროექტის „ფერებით შექმნილი მომავალი“-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა

გალერეა „იარტში“ პროექტის „ფერებით შექმნილი მომავალი“-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
იმედი·09:45

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს - TIKA-ს ანკარის სათავო ოფისის შუა აზიის და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და თბილისის ოფისის კოორდინატორს უმასპინძლა

იმედი·09:42

გურამ მაჭარაშვილი: ახლა უკვე ილონ მასკმა ფაქტობრივი მაგალითებით, მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ USAID-ი, რომელიც გაუქმდა და ასევე სხვა ორგანიზაციები რეალურად დაკავებულები იყვნენ იმით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სურდათ, ხელისუფლება უკანონოდ შეეცვალათ

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.