გალერეა „იარტში“ პროექტის „ფერებით შექმნილი მომავალი“-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
გალერეა „იარტში“ პროექტის „ფერებით შექმნილი მომავალი“-ს შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა, რომელიც სამი თვის განმავლობაში განხორციელებული შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესის დასკვნითი ღონისძიება იყო.
პროექტის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სახელოვნებო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შემოქმედებითი, სოციალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა იყო.
სამი თვის განმავლობაში, „ზალიკოს სტუდიის“ თბილისის და რუსთავის ფილიალებში, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 4-დან 16 წლამდე ასაკის 120 ბავშვი სრულიად უფასოდ მონაწილეობდა სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამაში.
