ორიგინალი
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები
იმედი·11:54

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები

26 ნოემბერი, 2026 · 11:54

ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტერიალზე, რომელსაც ჩინეთის ქალაქი ცინგტაო მასპინძლობს, მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს საკუთარი, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლის გაძლიერებასა და ამ ფუნქციის ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებით გაფართოებაზე.

„რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველომ თავი დაიმკვიდრა, როგორც ნახშირწყალბადების რესურსების საიმედო სატრანზიტო ქვეყანამ. ამჟამად ვმუშაობთ, რომ ეს როლი ელექტროენერგიის გადაცემისა და ტრანზიტის მიმართულებითაც გავაფართოოთ. ამ კუთხით, საქართველო პარტნიორებთან ერთად სამ სტრატეგიულ ინიციატივას ავითარებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, მწვანე ენერგიის დერეფანსა და მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობით ვითარდება“, - განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პროგრესი უკვე მიღწეულია და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს ევროკომისიის მიერ მიენიჭა ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი, დამტკიცდა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, ხოლო სულ ახლახან, აზერბაიჯანმა, საქართველომ, თურქეთმა და ბულგარეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სუფთა ენერგიის სფეროში, რომელიც მწვანე ელექტროენერგიის სახმელეთო დერეფნის განვითარებას ისახავს მიზნად.

„ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად გააფართოებს რეგიონული ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის შესაძლებლობებს, მოახდენს მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას და განამტკიცებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას მთელ რეგიონში. ის ასევე კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს“,- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი გრძელვადიანი ამბიციაა, 2036 წლისთვის საქართველოს დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერ გაიზარდოს და, ასევე, არსებითად გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის შესაძლებლობები, რასაც ხელს შეუწყობს ახალი საერთაშორისო დაერთებები, ენერგიის დაგროვების სისტემები და ინოვაციური ტექნოლოგიები

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:01

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა
იმედი·12:53

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
იმედი·12:52

The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ

The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
იმედი·12:51

გორდონ რამზი Top Gear-ის ახალი წამყვანი გახდება

გორდონ რამზი Top Gear-ის ახალი წამყვანი გახდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.