ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი: ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა
იმედი·12:00

26 ნოემბერი, 2026 · 12:00

აშშ-ის ხელისუფლების მიერ ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ამ დოკუმენტების კონტექსტში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ქსელში ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებსაც.

„ასევე ირკვევა, რომ მათ ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უცხო სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობისა და ფარული საინფორმაციო ოპერაციების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიები. დოკუმენტებში აღწერილია სასურველი ნარატივების გაძლიერების, არასასურველად მიჩნეული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვისა და სოციალურ ქსელებში ცალკეული გვერდების წაშლის მექანიზმები.

საქართველოში ამგვარი საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია Zinc Network, რომელმაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და სამოქალაქო აქტივისტებისგან ერთიანი ქსელი შექმნა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელის ერთ-ერთი ფორმალური გამოხატულება იყო „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.

გასაჯაროებულ შიდა დოკუმენტებში ასევე შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ქსელის საქმიანობის მიზანი იყო „ადამიანების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლა“. საგულისხმოა, რომ ამ საქმიანობის შესაბამისობა USAID-ის უფლებამოსილებასთან კითხვებს თავად ამერიკული უწყების თანამშრომლებშიც კი წარმოშობდა.

სწორედ ამ დოკუმენტების კონტექსტში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ქსელში ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებსაც. ვინ იყო მათი დამკვეთი, ვინ აწარმოებდა მათ, რა ფინანსური და ორგანიზაციული კავშირები არსებობდა კამპანიის მონაწილეებს შორის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა. მით უმეტეს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების ნაწილი თავად მონაწილეობდა საარჩევნო პროცესის შეფასებაში.

ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც ერთის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა, კიდევ უფრო სკანდალურია ის, რომ ამით დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.

ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც Information Integrity Coalition • კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის კი საკმარისი მტკიცებულებაა, იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების და ჩარევის გზით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო, და რომ ამ თავდასხმის უკან USAID-ისთან ერთად ბრიუსელიც იდგა“, - წერს პაპუაშვილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:01

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ჩაქვში ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობა შეიქმნა
იმედი·12:12

ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ შელენბერგერი: წლების განმავლობაში USAID ამტკიცებდა, რომ სოციალურ პლატფორმებზე ცენზურას არ ახორციელებდა. თუმცა, ახლად გასაჯაროებული შიდა ელექტრონული მიმოწერა და დოკუმენტები აჩვენებს, რომ უწყება უშუალოდ ითხოვდა კონტენტის ცენზურას

იმედი·11:58

The Telegraph: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ომის შემთხვევაში გამოსაძახებლად 100 000-მდე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ამზადებს

The Telegraph: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ომის შემთხვევაში გამოსაძახებლად 100 000-მდე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ამზადებს
იმედი·11:55

მარიამ ქვრივიშვილი: რეგიონულ ენერგეტიკულ დაკავშირებადობას ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების ქვაკუთხედად მივიჩნევთ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფართო რეგიონული ენერგეტიკული სივრცის განვითარებაში

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.