ორიგინალი
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი თემატური სესიებით გრძელდება
იმედი·13:34

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი თემატური სესიებით გრძელდება

26 ნოემბერი, 2026 · 13:34

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს მოუსმინეს. ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ.

ლანა მორგოშიამ სომეხ კოლეგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელმისაწვდომი სერვისები და ციფრული ტრანსფორმაცია უწყების ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის მნიშვნელობის შესახებ ბავშვთა უფლებების დაცვისათვის. ლანა მორგოშიამ ხაზი გაუსვა, აგრეთვე, იუსტიციის სახლების როლს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა მობილური იუსტიციის სახლის პროექტზეც, რომელიც მომსახურებას რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს აწვდის და აღინიშნა, რომ ინიციატივამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება - მას „კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი“ მიენიჭა ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე (EPSA).

საქართველოს გამოცდილება და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში მიღწეული პროგრესი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას მოხსენების ძირითადი თემა. მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება კვლავ რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად.

თამარ ზოდელავამ ისაუბრა ისეთ ინოვაციებზე, როგორიცაა: კვალიფიციურ ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, ახალი თაობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, „გონიერი კონტრაქტი“ და უძრავი ქონების სფეროს ტოკენიზაცია.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისათვის და აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის წარმატებული თანამშრომლობა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმი ორი დღის განმავლობაში თემატური სესიების ფორმატში იმუშავებს. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი თემატური სესიებით გრძელდება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·13:44

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს
იმედი·13:38

მაია ბითაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან გამართულ შეხვედრაზე კულტურის სფეროს მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტები განიხილა

მაია ბითაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან გამართულ შეხვედრაზე კულტურის სფეროს მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტები განიხილა
იმედი·13:38

შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა

იმედი·13:35

ირაკლი კობახიძე: ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი - ჯერ 90-იანები, შემდეგ ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცესკო

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.