ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა
იმედი·13:38

26 ნოემბერი, 2026 · 13:38

საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. მართალია, თქვენ არ განსაზღვრავთ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ თქვენ ქმნით პირობებს, რომ ეს მომავალი თავად ქართველმა ხალხმა განსაზღვროს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის აღსანიშანვ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ეს არის დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა.

,,სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ იმ ისტორიულ შენობაში შევიკრიბეთ, სადაც 108 წლის წინ, 1918 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება და აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან სულ რამდენიმე თვეში ქართველმა ხალხმა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყო. უკვე მაშინ ესმოდათ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების საფუძველი ხალხის თავისუფლად გამოხატული ნებაა.

თქვენ სწორედ ამ სახელმწიფოებრივი პტრადიციის გამგრძელებლები ხართ.

საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული ადგილი უკავია სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. მართალია, თქვენ არ განსაზღვრავთ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ თქვენ ქმნით პირობებს, რომ ეს მომავალი თავად ქართველმა ხალხმა განსაზღვროს. კანონმა სწორედ თქვენ დაგაკისრათ არჩევნების ადმინისტრირებისა და ხალხის მიერ გამოხატული ნების ოფიციალურად ასახვის პასუხისმგებლობა.

ეს არის დიდი პატივი და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა.

გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი პროფესიული და ტექნოლოგიური განვითარების გზა გაიარა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიან დანერგვას.

ამ პროგრესის მიღმა დგას ათასობით ადამიანის შრომა, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება.

ამავდროულად, ბოლო წლების გამოცდილებამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის დაცვა. დემოკრატია გულისხმობს არჩევნების შედეგების გასაჩივრების უფლებას. მაგრამ დემოკრატია ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობას იმ სიტყვებსა და ბრალდებებზე, რომლებსაც საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის განმტკიცება ან შერყევა შეუძლია.

არჩევნების მიმართ უნდობლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური ბრძოლის თვითმიზნად. არჩევნების შედეგებით კმაყოფილება თუ უკმაყოფილება მათი კანონიერების საზომი ვერ იქნება.

ეს პრინციპი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ - ოპოზიციაში.

მინდა, განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ თქვენ ემსახურებით საქართველოს სახელმწიფოსა და თითოეულ ქართველ ამომრჩეველს. არცერთ პოლიტიკურ ძალას, შიგნით თუ გარეთ, არ აქვს უფლება, თქვენზე ზეწოლით, პოლიტიკური მოთხოვნებითა თუ მოლოდინებით სცადოს თქვენი პროფესიული საქმიანობის წარმართვა.

თქვენი ერთადერთი ორიენტირი უნდა იყოს კანონი, თქვენი საქმიანობის ერთადერთი საზომი - ობიექტურობა, ხოლო თქვენი ერთგულების ერთადერთი ადრესატი - საქართველოს სახელმწიფო. სწორედ ამიტომ, პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცებასთან ერთად, მუდმივად უნდა იზრდებოდეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ინფორმირებულობა.

დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის დაწესებაც ამ მიზანს მოემსახურება. ის ხელს შეუწყობს თქვენი ინსტიტუციური თვითმყოფადობის განმტკიცებას, პროფესიული ტრადიციების ჩამოყალიბებას და იმ განსაკუთრებული მისიის უკეთ გააზრებას, რომელიც თქვენ გაკისრიათ.

მეტი პროფესიონალიზმი, მეტი მიუკერძოებლობა, მეტი ობიექტურობა და მეტი ერთგულება საკუთარი ქვეყნისადმი - ეს უნდა იყოს თქვენი პროფესიული კრედო.

გისურვებთ, რომ მუდამ ღირსეულად ატარებდეთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჯერ კიდევ 108 წლის წინ იკისრეს საქართველოს პირველი საარჩევნო კომისიის წევრებმა.

საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა.

მადლობას გიხდით საქართველოს სამსახურისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ცესკოს თანამშრომლებს: საქართველოს პოლიტიკური მომავლის განსაზღვრის უფლება ქართველ ხალხს ეკუთვნის. ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფა კი თქვენი პროფესიული და სახელმწიფოებრივი მისიაა

თემა: უფლება

ამ თემას 12 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • პრაიმტაიმი·00:43
    მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
  • ფრონტნიუსი·00:04
    მიხეილ სარჯველაძე - მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
  • კვირა·23:41
    მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
  • ინფო 9·23:31
    მიხეილ სარჯველაძე: მშობლად გახდომის უფლება ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ყველა რისკზე თვალი დავხუჭოთ
უფლება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·13:44

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს

Newsweek: USAID-ის დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციისა და სოციალური მედიის კომპანიების თანამშრომლობაზე მიუთითებს
იმედი·13:35

ირაკლი კობახიძე: ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი - ჯერ 90-იანები, შემდეგ ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც, თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცესკო

იმედი·13:16

პრეზიდენტი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე

იმედი·12:52

The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ

The Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები რუსი ოლიგარქის დახმარებით პუტინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.