ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებების გარემოს, რომელიც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით
იმედი·15:19

შალვა პაპუაშვილი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებების გარემოს, რომელიც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით

26 ნოემბერი, 2026 · 15:19

ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებების გარემოს, რომელიც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნების საკითხთან მიმართებით.

მისივე თქმით, რასაც მთავრობა ამბობდა, დღეს დადასტურდა თავად აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც წინა ადმინისტრაციის დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.

„დადასტურდა, რომ USAID-ის დაფინანსებით მსოფლიოში და საქართველოშიც იქმნებოდა უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელი და ასეთი ქსელი საქართველოშიც შეიქმნა. ამ ქსელში ჩართული ჰყავდათ ყველასთვის ცნობილი მდიდარი „ენჯეოები“, მედია და ე.წ. ექსპერტები, აქტივისტები.

ამ ქსელის ამოცანა იყო მათი დამფინანსებლისთვის სასარგებლო ნარატივების გავრცელება და რომელიც არ იყო სასურველი მათი დამფინანსებლისთვის, ამ ინფორმაციის მიჩქმალვა. ამაში ჩართული ჰყავდათ Facebook-ი, Instagram-ი, Tweeter-ი და YouTube-ი, რომლებიც პირდაპირ აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციის დავალებით შლიდნენ კონტენტს. რომელიც მიუღებელი იყო წინა ადმინისტრაციისთვის, მის ხილვადობას ხელოვნურად აფერხებდნენ და მთლიანად შლიდნენ ზოგიერთ პროფილებს და გვერდებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, USAID-ის შემთხვევაში იყო დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებდა და დანაშაულში ჩართული ჰყავდა ადგილზე რეკრუტირებული და გადაბირებული ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ჩართული იყვნენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებში.

„ახლა ეს ყველაფერი აშკარაა, ვიცით ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყვნენ ჩართული. მათ შორის ე.წ. „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“, რომელსაც ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი კურირებდა, რომელსაც ორგანიზებას უწევდა ბრიტანული კომპანია, რომელშიც ჩართული იყო თამარ კინწურაშვილის, სერგი კაპანაძის, გიორგი კანდელაკის ენჯეოები, მთელი ნაცელიტა, რომელიც უცხოეთის დაკვეთით მუშაობს. ჩართული იყო ISFED-ი და ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს წინააღმდეგ.

ამ ქსელის გაცხადებული მიზანი იყო ადამიანების დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ქსელი, რომელიც გამოიყენებოდა უცხოური საინფორმაციო თავდასხმისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ქსელს იყენებდა ევროკავშირი და ეს დასტურდება 2022 წლის არჩევნების წინ, რომ ამ ქსელის გამოყენებით ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩარეული იყო არჩევნებში და ეწეოდა საარჩევნო აგიტაციას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ 13 ენჯეოს წარმომადგენლებმა უნდა თქვან, იცოდნენ თუა არა ის ყველაფერი, რაც გამოქვეყნდა.

„დღეს შეგვიძლია ორი რამ ვთქვათ, ამ 13 ენჯეოს თანამშრომლები და მათი ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ ასეთ ქცევაში საქართველოს წინააღმდეგ, იცოდნენ თუ არა ეს? ისინი ან ხელმოწერილი აგენტები არიან უცხოური სახელმწიფოების და სპეცსამსახურების, ან სასარგებლო იდიოტები.

ახლა უნდა გვითხრას ამ ენჯეოს თითოეულმა წარმომადგენელმა, როდესაც ამას აკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, იცოდნენ თუ არა, რომ ამ ქსელის ნაწილი იყვნენ და არიან ხელმოწერილი აგენტები, თუ არიან სასარგებლო იდიოტები?

კიდევ ერთხელ გამოვლინდა ევროკავშირის და მისი ელჩის უდიდესი სირცხვილი და შავი ლაქა, რადგან დასტურდება, რომ ის იყენებდა UDAID-ის მიერ შექმნილ უცხოურ საინფორმაციო გავლენის ქსელს იმისთვის, რომ ჩარეულიყო ქართულ არჩევნებში. სწორედ ამ ქსელის მეშვეობით ევროკავშირის ელჩი ავრცელებდა საარჩევნო აგიტაციას „ქართული ოცნების წინააღმდეგ“, - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, უდიდესი სირცხვილია, რომ მშვიდობის პროექტად შექმნილი ევროკავშირი გახდა საქართველოში არეულობის, დაპირისპირების და ძალადობის წამქეზებელი.

„ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ყველა ძალადობა, რომელიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა, ვინაიდან არჩევნებში დამარცხებულმა ამ უცხოურმა ძალებმა ძალადობრივ გზას მიმართეს და ყველა ეს ძალადობა, რაც შემდეგ მოხდა, ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის კომუნიკაციას ასახავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს არის უფრო დიდი სკანდალი, ვიდრე მანამდე გამოქვეყნებული დოკუმენტები. ეს რადიკალურად ცვლის იმ მტკიცებულებების გარემოს, რომელიც აქამდე გვქონდა საქართველოს შიდა საქმეებში გარე ჩარევასთან დაკავშირებით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:52

ლევან მაჭავარიანი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე: გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა

ლევან მაჭავარიანი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე: გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა
იმედი·17:50

მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა

მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა
იმედი·17:45

ზვიად შალამბერიძე: იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ახლა ევრობიუროკრატიის სათავეშია, ჩვენ დიდად ცვლილებებს არ ველოდებით

ზვიად შალამბერიძე: იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ახლა ევრობიუროკრატიის სათავეშია, ჩვენ დიდად ცვლილებებს არ ველოდებით
იმედი·17:45

ზვიად შალამბერიძე ბათუმის ინციდენტზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე: ეს ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ფაქტს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი დააკნინონ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტული თემა, ადამიანების ტრაგედია თუ სხვა

ზვიად შალამბერიძე ბათუმის ინციდენტზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე: ეს ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ფაქტს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი დააკნინონ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტული თემა, ადამიანების ტრაგედია თუ სხვა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.