ორიგინალი
პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით
იმედი·14:41

26 ნოემბერი, 2026 · 14:41

ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო მიზანი არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

„არის მთელი რიგი საკითხები, მეტწილად ტექნიკური შინაარსის. ეს ტექნიკური შინაარსის საკითხები არ არის დაკავშირებული სამწუხაროდ დეოკუპაციასთან, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი საკითხის, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს ვერ მოხდება დეოკუპაციის გარეშე, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს არ არის ერთდღიანი, არც ერთთვიანი და არც ერთწლიანი ამოცანა. შესაბამისად, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან, მათ შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები - შეიძლება, რა თქმა უნდა, შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში. მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. აქ ხომ მთავარი არის პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის ის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფორმატი არ შეიძლება, შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად, აღიარების ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით და მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა ამ თვალსაზრისით არავითარ რისკს არ ქმნის.

„მთავარი რა არის - არცერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. ეს არის მთავარი. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს. ეს არის მთავარი. ვიღაცას შეიძლება ზედმეტი შიში ჰქონდა, მაგრამ რეალურად, არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით

თემა: საკითხი

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·08:55
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
  • ინფო 9·08:40
    მაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
  • GHN·08:24
    ვფიქრობ, რომ პუტინს მშვიდობა სურს, თუმცა, ყოველთვის ჩნდება კითხვა: რა პირობებით? რუსულ მხარსეთან მრავალსაათიანი საუბრის შემდეგ, ტერიტორიული საკითხი გარკვეულ ჩიხშია შესული - ჯარედ კუშნერი
  • ინტერპრესნიუსი·08:10
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
საკითხიპრემიერიიყოს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·14:46

შალვა პაპუაშვილი USAID-ის ფაილებზე: ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართველებს საფლავს გვითხრიდა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს საფლავი USAID-მა თავისთვის გაითხარა

შალვა პაპუაშვილი USAID-ის ფაილებზე: ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ქართველებს საფლავს გვითხრიდა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს საფლავი USAID-მა თავისთვის გაითხარა
იმედი·14:44

პროკურატურამ მითვისებისა და თაღლითობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მითვისებისა და თაღლითობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
იმედი·14:39

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა. რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია რომ არის, ეს ფაქტია

იმედი·14:33

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა, ასე რომ, რა თქმა უნდა არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.