ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
დღეს ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტზე, "პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“, კენჭისყრა გაიმართება.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კენჭისყრის პროცედურა ადგილობრივი დროით 12:00 საათის შემდეგ (თბილისის დროით 15:00 საათის შემდეგ) არის დაგეგმილი.
აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე გუშინ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.
