ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი ბალაშოვი-ფარცხალაძის კავშირის საკითხზე: რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია ალბათ ყველაზე მინიმალურია
იმედი·14:56

26 ნოემბერი, 2026 · 14:56

რაც შეეხება ღვინის რამდენიმე კომპანიის შეზღუდვას, ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობა დიალოგს აწარმოებს იმისთვის, რათა გაირკვეს, რა პრეტენზიები იყო და თუ ეს პრეტენზიები საფუძვლიანია, აღმოიფხვრას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან რუსეთის მიერ ღვინის რამდენიმე ქართული კომპანიის მიმართ შეზღუდვების დაწესების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მინსკში ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრამდე თბილისში რუსულ სანქციებზე რუსეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა იური ბალაშოვმა ილაპარაკა და მანამდე ის სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან ერთად გამოჩნდა, პაპუაშვილმა უპასუხა:

„ფარცხალაძე არათუ სანქცირებულია, ის არის მსჯავრდებული ადამიანის მკვლელობის საქმეში საქართველოს მიერ. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ ლაპარაკობს რუსეთის თუ რუსეთის ბიზნესის სახელით, ეს არის რუსეთის და მათი ბიზნესის გადასაწყვეტი. ასე თუ შევხედავთ, რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია ალბათ ყველაზე მინიმალურია“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გალუზინთან შეხვედრაზე წარმოჩენილ პრობლემებზე ლაპარაკი მხოლოდ გიორგი ზურაბაშვილმა დაიწყო და მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემებზე არაფერს ამბობდნენ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საკითხის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აჩვენებდა.

„ჩვენ ვართ დიალოგის მომხრე. ჩვენ რა დამოკიდებულებაც გვაქვს ბრიუსელთან, ისეთივე დამოკიდებულებას ვაჩვენებთ მოსკოვს - რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის და გვაქვს მხოლოდ ერთი პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა დიალოგი ნებისმიერ ქვეყანასთან თუ ორგანიზაციასთან. ეს არის სამართლიანობა. ასე რომ, ამ განწყობით და ამ პრინციპებზე დაყრდნობით შედგა ეს პირველი შეხვედრა [ზურაბაშვილი-გალუზინის]. სამწუხაროდ, ის პრეტენზიები და წინადადებები, რომლებიც იყო წამოყენებული, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, რამდენად სამართლიანია მიდგომა მეორე მხრიდან და რა ქვეტექსტებია ამ წინადადებებსა და იდეებს მიღმა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ბალაშოვი-ფარცხალაძის კავშირის საკითხზე: რუსეთის მიმართ ისეთი პრეტენზიები გვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზია ალბათ ყველაზე მინიმალურია

თემა: საკითხი

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • რუსთავი 2·14:38
    პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციამდე, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხზე
  • ტვ პირველი·12:55
    ზურაბიშვილი: ეკლესიის მოთმინების ფიალა აივსო, ხმა ამოიღო, რეჟიმმა ეს საფრთხედ აღიქვა და ამიტომ გადაუგდო (სუროგაციის საკითხი)
  • აჭარის ტელევიზია·12:11
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
  • ალია·10:18
    ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა გაიმართება
საკითხი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:28

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა

იმედი·17:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
იმედი·17:18

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.