ორიგინალი
საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
იმედი·17:28

26 ნოემბერი, 2026 · 17:28

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ენერგეტიკული დაგეგმვისა და საინჟინრო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ენერგიის ადგილობრივი წყაროების ათვისება, განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა.

ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების განვითარების კუთხით აქვს.

მსჯელობა შეეხო აგრეთვე საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში, რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.

EPPEI 70-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი დონის საკონსულტაციო ინსტიტუტია, რომელიც მომსახურებას უწევს სამთავრობო უწყებებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკულ და მასთან დაკავშირებულ საწარმოებს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის - „ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა

თემა: ჩინეთის

ამ თემას 18 ქართული წყარო აშუქებს — სულ 148 სტატია.

  • აჭარის ტელევიზია·13:15
    მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
  • რუსთავი 2·13:04
    მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაციის China Energy Engineering Corporation International Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა
  • BM.GE·12:58
    ელის ჰუანგთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში $270 მილიონის AI-სერვერები შეიტანეს
  • პოსტივი·12:19
    მარიამ ქვრივიშვილი: „მივესალმებით ჩინეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის, ენერგიის დაგროვებისა და თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით“
ჩინეთისპრემიერი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:31

კუშნერმა უკრაინა პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის გამო სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა

კუშნერმა უკრაინა პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის გამო სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა
იმედი·17:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
იმედი·17:18

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.