ორიგინალი
პრემიერი USAID-ზე: რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელის გულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით, იმავეს აკეთებდა NED-ი, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ
იმედი·15:01

26 ნოემბერი, 2026 · 15:01

რაც გამოქვეყნდა, ეს არის რეალურად კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის, გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ გაყალბდა სწორედ USAID-ის ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

„რაც გამოქვეყნდა, ეს არის რეალურად კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ გაყალბდა სწორე, USAID-ის ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები. პირდაპირ USAID-ი იყო ჩართული, სახელები და გვარებიც დაგვისახელებია, აბსოლუტურად კრიმინალური იყო ეს საქმიანობა. თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო საარჩევნო ადმინისტრაცია, რასაც ასევე მოეფინა ნათელი ამ დოკუმენტებიდან. ეს იყო კრიმინალი. თქვენ გახსოვთ კამპანია „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებიდან არ შეიძლებოდა წამოსულიყო ნეგატიური დაფინანსება. პირდაპირ კრიმინალი დევს ხელის გულზე. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელის გულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის პირდაპირ თვალსაჩინო USAID-ის საქმიანობის შემთხვევაში. იმავეს აკეთებდა NED-ი, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, რომელიც იყო მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ, ვიდრე USAID-ი გაუქმდებოდა, დავასწარით და მანამდე მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რაც იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი სუვერენიტეტის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და შეგახსენებთ, რამხელა სამარცხვინო კამპანია დაუპირისპირეს ადგილობრივმა აგენტურამ და მათმა პატრონაჟმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია, რუსული კანონი უწოდეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც ემსახურებოდა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას.

ჩვენ რეალურად მაშინ ვიბრძოდით მარტო, ქართველ ხალხთან ერთად - ასე ხატოვნად ვიტყოდი ამ ყველაფერს. ჩვენ და ქართველი ხალხი მარტო ვუპირისპირდებოდით ძალიან დიდ ძალას, ეს იყო „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, რომელიც მაშინ მოქმედებდა სწორედ ასეთი ფონდების მეშვეობით, ეს იყო USAID-ი, NED-ი, EED-ი და სხვები, ღია საზოგადოება და ა.შ. ისინი პირდაპირ, ღიად, დაუფარავად და უხეშად უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტს. გახსოვთ - მთელი აგენტურა იყო ჩართული, ვგულისხმობ მათ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, მათ ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც სინამდვილეში არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები და ამაში იყვნენ ჩართული მათი სამარცხვინო მედიასაშუალებები, მათ ჰქონდათ გაშლილი მთელი კამპანია, აგიტაცია, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვა“, - აღნიშნა პრემიერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პრემიერი USAID-ზე: რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელის გულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით, იმავეს აკეთებდა NED-ი, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

თემა: პრემიერი

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 135 სტატია.

  • ინფო 9·15:23
    28 და 29 ნოემბერს ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“ რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრთან თანამშრომლობით წარმოადგენს სპექტაკლის პრემიერას - „პროცესი“
  • რუსთავი 2·14:16
    ჩეხეთის პრემიერი: არ ვეთანხმებით შემოთავაზებას, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დაფინანსებას დაუკავშირდეს
  • კვირა·13:53
    საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
  • აიპრესი·10:57
    საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
პრემიერიევროპული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:52

ლევან მაჭავარიანი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე: გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა

იმედი·17:50

მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა

მედია: თურქეთმა ირანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შეთანხმება 2032 წლამდე გაახანგრძლივა
იმედი·17:45

ზვიად შალამბერიძე: იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ახლა ევრობიუროკრატიის სათავეშია, ჩვენ დიდად ცვლილებებს არ ველოდებით

ზვიად შალამბერიძე: იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ახლა ევრობიუროკრატიის სათავეშია, ჩვენ დიდად ცვლილებებს არ ველოდებით
იმედი·17:45

ზვიად შალამბერიძე ბათუმის ინციდენტზე ოპოზიციის გამოხმაურებაზე: ეს ადამიანები ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ფაქტს და ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ როგორღაც საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯი დააკნინონ. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სპორტული თემა, ადამიანების ტრაგედია თუ სხვა

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.