ორიგინალი
ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა
იმედი·15:26

ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

26 ნოემბერი, 2026 · 15:26

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 71 წლის პაატა ბურჭულაძე ცნობილი საოპერო მომღერალი და სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ და ევროპულ კულტურაში.

ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ ბურჭულაძის საქმე არის რუსეთის გავლენის ზრდა და დემოკრატიის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სისტემური შეზღუდვა.

ევროდეპუტატები კვლავ ე.წ. „სინდისის ყველა პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვენ.

ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის დაკავებას; მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად“.

დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „წუხს, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ არ მოსთხოვა პასუხისმგებლობა იმ პირებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისთვის არიან პასუხისმგებელნი“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული რეაგირება და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზანმიმართული სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის, ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, აგრეთვე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

თემა: ევროპარლამენტში

ამ თემას 17 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • პალიტრა ნიუსი·12:35
    საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში კენჭს უყრიან — რას ითხოვენ ევროპარლამენტარები და როგორ პასუხობს „ქართული ოცნება“?
  • აჭარის ტელევიზია·12:13
    დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები
  • კომერსანტი·11:30
    ევროპარლამენტმა ევროკავშირში მედიკამენტებთან დაკავშირებულ ახალი წესებს მხარი დაუჭირა – რას ითვალისწინებს?
  • პოსტივი·11:08
    გურამ მაჭარაშვილი: “ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას, მათ შორის, არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება”
ევროპარლამენტში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
იმედი·17:18

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა
იმედი·17:14

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.