ორიგინალი
გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
იმედი·15:59

გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან

26 ნოემბერი, 2026 · 15:59

კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: მოსკოვი, ერთი მხრივ, საკუთარ მოსახლეობას აზარალებს, მეორე მხრივ კი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ნაცოპოზიციას „ქართული ოცნების“ ე.წ. პრორუსულობაზე სპეკულირებისკენ მეტად უბიძგებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს და ნაცოპოზიციას პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს, თუმცა „ქართული ოცნების“ ე.წ. რუსეთუმეობაზე სწორედ ის პოლიტიკური ძალები ლაპარაკობენ, რომელთა მმართველობის პერიოდშიც რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

„კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: მოსკოვი, ერთი მხრივ, საკუთარ მოსახლეობას აზარალებს, მეორე მხრივ კი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ნაცოპოზიციას „ქართული ოცნების“ ე.წ. პრორუსულობაზე სპეკულირებისკენ მეტად უბიძგებს.

ქართული ღვინის დაუსაბუთებელი აკრძალვა ამ წინააღმდეგობის ნათელი გამოხატულებაა. რუსეთში ჩვენი ღვინო მაღალი ხარისხითა და შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა მაში,ნ როცა ორჯერ და მეტად ძვირად ღირებული ევროპული ღვინოები ბაზარზე თავისუფლად იყიდება. ამგვარი შერჩევითი მიდგომა ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია და ბუნებრივ კითხვას აჩენს: რატომ უნდა შეიზღუდოს კარგი ქართული პროდუქცია, თუ მასზე მოთხოვნილება არსებობს და ის მომხმარებლისთვისაც ხელსაყრელია? შედეგად, ზარალდება როგორც ქართველი მწარმოებელი, ისე რუსი მომხმარებელი.

კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის ინიციატივაც. მოსკოვს, როგორც ჩანს, არ აღელვებს, რომ მსგავსი შეთავაზებები უსამშობლო ნაცკლასტერისთვის მორიგ პოლიტიკურ იარაღად იქცევა და საშუალებას აძლევს, რომ საზოგადოებაში კვლავ იყბედოს მთავრობის ე.წ. რუსეთუმეობაზე.

ამ ბრალდებების აბსურდულობა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს, თუ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდს გავიხსენებთ — სწორედ მაშინ შეიქმნა რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვითარება. უტიფარი „ნაცების“ დღევანდელი რიტორიკა გაღმა შედავების კლასიკური მცდელობაა: 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია, რუსეთის საოკუპაციო ბაზების დაბრუნება, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის საქართველოსთვის დაკისრების შესახებ მუხანათურ რეზოლუციაზე ხელმოწერა და სტრატეგიული ობიექტების რუსული კომპანიებისთვის გადაცემა — ეს ყველაფერი ნაცმანქურთების მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

ამ სურათს პატიმარი ექსპრეზიდენტის ამასწინდელი და მალევე წაშლილი ფეისბუქგანცხადებაც ავსებს. სააკაშვილი თავად ლაპარაკობს რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების მონაწილეობაზე ე.წ. „ვარდების რევოლუციასა“ და ხელისუფლებაში მისი მოსვლის პროცესში.

ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები. თავად სააკაშვილის ბოლო განცხადებებიც ამ გარემოებებს ადასტურებს. „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან“, - წერს აბაშიძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან

თემა: ოცნების

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • GHN·13:20
    ფაქტი, რომ მხოლოდ სააკაშვილს აქვს ექსკლუზიური უფლება, სასამართლოს დარბაზიდან ესაუბროს მოქალაქეებს, კიდევ ერთი დასტურია, რომ ის ინსტრუმენტია „ოცნების“ ხელში, რომელსაც „ოცნება“ ისე მართავს, როგორც სჭირდება - გიორგი შარაშიძე
  • პალიტრა ნიუსი·12:36
    ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან - რა ბრალდებებს უყენებს ყოფილი პრემიერი „ქართულ ოცნებას“?
  • ინტერპრესნიუსი·12:25
    გიორგი შარაშიძე - ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! ეს „ოცნებაში“ არავის უნდა უკვირდეს, რადგან ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს - თავის თავს დააბრალონ!
  • პოსტივი·11:54
    დავით ქართველიშვილი: „მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, სადაც აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმზე და ზეწოლის გაგრძელების მცდელობა ურჩ “ქართულ ოცნებაზე”, ამასთანავე, რუბრიკაში “Записки сумасшедшего”, უკრაინის მოქალაქემ ცრემლი ღვარა იგორ ივანოვზე მოგონებების გამო“
ოცნების

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის (CNNC) პრეზიდენტს ჭანგ თაოს შეხვდა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
იმედი·17:18

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა
იმედი·17:14

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გასვლითი სხდომა გამართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.