ორიგინალი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის დაფინანსების ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსებასთან მიბმას ეწინააღმდეგება
იმედი·16:54

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის დაფინანსების ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსებასთან მიბმას ეწინააღმდეგება

26 ნოემბერი, 2026 · 16:54

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ფინანსური დახმარების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის განკუთვნილ დაფინანსებასთან დაკავშირებას.

ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარი ბაბიშმა სწორედ იმ განცხადებით დაიწყო, რომ უკრაინის დაფინანსება რეგიონული პოლიტიკის დაფინანსებას არ უნდა დაუკავშირდეს.

„ევროკავშირის ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ერთიანობა ის მიზანია, რომლითაც ევროკავშირი შეიქმნა. ერთიანობა სხვადასხვა რეგიონში ცხოვრების თანაბარ დონეს ნიშნავს. ამიტომ ჩვენ არ ვეთანხმებით წინადადებას, რომ უკრაინის დაფინანსება წევრი სახელმწიფოების დაფინანსებას დაუკავშირდეს“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ბაბიშმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მიზნად დაისახონ მშვიდობის მიღწევა.

„ჩვენ მშვიდობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დუბლინში შევთანხმდით, ვინ წარმოგვადგენს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან აღმოვჩნდეთ. ამის შემდეგ კი უკრაინისთვის „მარშალის გეგმა“ უნდა შევიმუშაოთ. დაუშვებელია, ეს ომი გაგრძელდეს და ჩვენ არაფერს ვაკეთებდეთ“, - განაცხადა ბაბიშმა.

მისი თქმით, უკრაინის დაფინანსების საკითხი ცალკე უნდა განიხილონ.

„ჩვენთვის კი პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლეა“, - დასძინა ჩეხეთის მთავრობის მეთაურმა.

ბაბიშმა წევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსების წილის შემცირებას „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა. მისი თქმით, რევოლუციიდან 37 წლის შემდეგაც კი ჩეხეთს ავსტრიასთან დამაკავშირებელი არცერთი ავტომაგისტრალი არ აქვს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის დაფინანსების ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსებასთან მიბმას ეწინააღმდეგება

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 20 ქართული წყარო აშუქებს — სულ 138 სტატია.

  • რუსთავი 2·13:58
    დროა ყველა ლიდერი ჩაერთოს ამ დისკუსიაში ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტი დროულად უნდა დავამტკიცოთ - ანტონიუ კოშტა​
  • კვირის პალიტრა·12:37
    "ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?!. თავის თავს დააბრალონ...ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს" - გიორგი შარაშიძე
  • ინტერპრესნიუსი·12:25
    გიორგი შარაშიძე - ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! ეს „ოცნებაში“ არავის უნდა უკვირდეს, რადგან ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს - თავის თავს დააბრალონ!
  • პრაიმტაიმი·12:24
    შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად
ევროკავშირისუკრაინისმინისტრი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·17:39

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად. იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარ საფუძველს ქმნის ტურიზმის სექტორში ინვესტიციებისა და ზრდის გასაგრძელებლად. იგი ხელს უწყობს დასაქმებას, რეგიონულ განვითარებას, ინვესტიციებსა და მომიჯნავე დარგების ფართო სპექტრს
იმედი·17:39

მელონი: ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმებამდე სინათლის წლები გვაშორებს

მელონი: ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმებამდე სინათლის წლები გვაშორებს
იმედი·17:31

კუშნერმა უკრაინა, პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის გამო, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა

კუშნერმა უკრაინა, პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის გამო, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა
იმედი·17:20

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას

ჩეხი დეპუტატი: ჩვენ რუსეთის გვეშინია. რაც უფრო მეტ შიშს ვაჩვენებთ რუსეთს, მით უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ მას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.