ორიგინალი
შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად
პრაიმტაიმი·12:24

შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

26 ნოემბერი, 2026 · 12:24

აშშ-ის ხელისუფლების მიერ ახლახანს გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ასევე ირკვევა, რომ მათ ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უცხო სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობისა და ფარული საინფორმაციო ოპერაციების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიები, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბრიტანული კომპანია Zinc Network-მა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან ერთიანი ქსელი შექმნა, ხოლო, საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა.

პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.

"დოკუმენტებში აღწერილია სასურველი ნარატივების გაძლიერების, არასასურველად მიჩნეული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვისა და სოციალურ ქსელებში ცალკეული გვერდების წაშლის მექანიზმები. საქართველოში ამგვარი საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია Zinc Network, რომელმაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან ერთიანი ქსელი შექმნა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელის ერთ-ერთი ფორმალური გამოხატულება იყო "კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის".

გასაჯაროებულ შიდა დოკუმენტებში ასევე შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ქსელის საქმიანობის მიზანი იყო „ადამიანების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლა“. საგულისხმოა, რომ ამ საქმიანობის შესაბამისობა USAID-ის უფლებამოსილებასთან კითხვებს თავად ამერიკული უწყების თანამშრომლებშიც კი წარმოშობდა.

სწორედ ამ დოკუმენტების კონტექსტში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ქსელში ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებსაც. ვინ იყო მათი დამკვეთი, ვინ აწარმოებდა მათ, რა ფინანსური და ორგანიზაციული კავშირები არსებობდა კამპანიის მონაწილეებს შორის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა. მით უმეტეს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების ნაწილი თავად მონაწილეობდა საარჩევნო პროცესის შეფასებაში.

ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც ერთის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა, კიდევ უფრო სკანდალურია ის, რომ ამით დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.

ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც www.facebook.com/infointegritycoalition კი საკმარისი მტკიცებულებაა, იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების და ჩარევის გზით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო, და რომ ამ თავდასხმის უკან USAID-ისთან ერთად ბრიუსელიც იდგა", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სრული სტატია წყაროზეწყარო: primetime.ge
  1. მთავარი
  2. პრაიმტაიმი
  3. შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 22 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • რადიო თავისუფლება·07:39
    ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე ვერ შეთანხმდნენ მომავალ 7-წლიან ბიუჯეტზე
  • რუსთავი 2·05:48
    შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა და აბსურდული მოთხოვნები - ევროპარლამენტის რეზოლუციას თბილისში ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანებისა და დესტრუქციის ნაწილად აფასებენ
  • ფორმულა·05:48
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • ინტერპრესნიუსი·05:35
    ევროკავშირის ლიდერებმა მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ევროკავშირის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

პრაიმტაიმი·12:20

უნებართვოდ რეკლამის განთავსებაზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს აგრძელებს - ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3 000 ლარით ჯარიმდება

უნებართვოდ რეკლამის განთავსებაზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს აგრძელებს - ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3 000 ლარით ჯარიმდება
პრაიმტაიმი·12:19

ყველამ ვიცით, ვინ იგულისხმება თვითნებურად დაკავებულთა შორის. მშვიდობიანი აქციების მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - ირაკლი ფავლენიშვილი

ყველამ ვიცით, ვინ იგულისხმება თვითნებურად დაკავებულთა შორის. მშვიდობიანი აქციების მონაწილეები, მათ შორის პოლიტიკური ლიდერები - ირაკლი ფავლენიშვილი
პრაიმტაიმი·12:17

12 საათიანი განხილვის შემდეგ, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შედგა

12 საათიანი განხილვის შემდეგ, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შედგა
პრაიმტაიმი·12:16

ევროპის 5 დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება - საფრანგეთში ათასობით ადამიანი განათლების სფეროს რეფორმას ითხოვს და მთავრობას მოთხოვნების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ

ევროპის 5 დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება - საფრანგეთში ათასობით ადამიანი განათლების სფეროს რეფორმას ითხოვს და მთავრობას მოთხოვნების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.