ორიგინალი
კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის, ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
იმედი·16:55

კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის, ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

26 ნოემბერი, 2026 · 16:55

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ამის შესახებ მან მედიასთან ილაპარაკა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მათ შორის ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რასაც გარე ძალები უწყობდნენ ხელს.

„ევროპარლამენტი და მათი გადაწყვეტილებები რეალურად საინტერესო არ არის, თუმცა მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენს მიდგომას იმ მძიმე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. თქვენ იცით, რომ მთელი თვეების განმავლობაში პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ სახელმწიფო გადატრიალებასთან, რევოლუციის მოწყობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამაში ჩართულნი იყვნენ გარე ძალები, კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლები. ისინი ხელს უწყობდნენ, ეხმარებოდნენ ამ პროცესებს და 4 ოქტომბერს გადაწყვიტეს ამ კამპანიის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების სისრულეში მოყვანა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად დამნაშავე პირები დააკავეს, თუმცა სახელმწიფომ მათ მიმართ ჰუმანური მიდგომა გამოიჩინა.

„ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება, დაკავებული გვყავს კონკრეტული დამნაშავეები და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი, ხაზი მინდა გავუსვა სახელმწიფოს ჰუმანურ დამოკიდებულებას ამ ადამიანების მიმართ, რადგან ის პიროვნებები, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, დღეს თავისუფლები არიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპარლამენტი რას იტყვის, ჩემთვის საინტერესო არ არის, რადგან ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

თემა: ევროპარლამენტმა

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • პოსტივი·19:10
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
  • ინფო 9·18:43
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
  • ამბები.ge·18:43
    ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციაში შესწორება შეიტანა და ახალი მოთხოვნა დაემატა - რა წერია დოკუმენტში?
ევროპარლამენტმა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:00

ტრამპი: ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება - ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს

იმედი·18:53

პოლონელი ევროპარლამენტარი: არ მესმის, როგორ შეიძლება უკრაინისთვის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აღჭურვილობისა და ფულის გადაცემის, უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილების მიღებისა და მათთვის უმეტესწილად უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, კვლავ „ბანკომატის“ როლი შევასრულოთ და ყველაფერს დავთანხმდეთ ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე

იმედი·18:47

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს
იმედი·18:38

უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს

უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.