ორიგინალი
ნინო წილოსანი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა, ერთი მხრივ, ლამაზად დავარცხნილი გზავნილებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვის
იმედი·18:22

26 ნოემბერი, 2026 · 18:22

ეს არის წარმოუდგენელი პროცესი, რომლის ბოლომდე გააზრებასაც გაცილებით მეტ იდრო სჭირდება. მეტი დრო სჭირდება თავად ამ ფაილების ბოლომდე გაშიფვრას, რადგან თითქმის ყოველ საათში ქვეყნდება ახალი ინფორმაცია, სხვადასხვა აქცენტები აშკარავდება და ჩვენი მხრიდანაც მუშავდება ეს ფაილები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნების საკითხთან მიმართებით.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაილებში ზღვა ინფორმაციაა, რომელსაც ზედაპირზე ამოაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი.

„უცხოური დაფინანსებები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიემართებოდა საკუთარი ინტერესების, პოლიტიკის აქცენტების გასატარებლად და პირდაპირ მათ დოკუმენტებში წერია, რომ ესა თუ ის აქტივობა დაგეგმილია საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად, მათი აზრის ფორმირებისთვის და კონკრეტული პოლიტიკური თუ სხვა საკითხების ადვოკატირებისთვის.

ეს არის ქსელი, რომელსაც არამხოლოდ USAID-ი, არამედ ბევრი სხვა ფონდი კარგად კრავდა სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველო ამის ნათელი მაგალითია, რადგან ამ ფაილებში საქართველო ხშირად არის მოხსენიებული და ილონ მასკასაც კი გამოაქვს საჯარო განხილვისთვის.

ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა, ერთი მხრივ, ლამაზად დავარცხნილი გზავნილებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

წილოსანის თქმით, ეს ქსელი შედგენილი იყო არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ან აქტივისტებისგან, არამედ კავშირი ჰქონდათ ისეთ ძლიერ სოციალურ ქსელებთან, როგორიცაა Facebook-ი, Meta-ში შემავალი ყველა სოციალური ქსელი, YouTube-ი და ა.შ.

„ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრას მთელმა მსოფლიომ იმისთვის, რომ რაზეც ჩვენ ქვეყნის შიგნით ვლაპარაკობდით, ტრამპის ადმინისტრაციის მეშვეობით ეს ყველაფერი გახდა საჯარო.

ეს არის ძალიან საშიში სქემა, რომელიც შესაძლოა USAID-ის სახით დაიხურა, მაგრამ არ დახურულა სხვა ფონდების სახით. ეს სქემა ახლაც მუშაობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

ძალიან საინტერესოა, რომ 2022 წლიდან იწყება და საქართველო არის მათივე რეპორტებში მოხსენიებული, როგორც ინოვაციის დამნერგავი ქვეყანა, სადაც მათივე დაფინანსებულმა ენჯეოებმა მოიფიქრეს, რომ ამ აგენტურულ ქსელში ჩართეს ხელოვნების წარმომადგენლები“, - დასძინა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ის დაფინანსება, რომელიც საქართველოში მოდიოდა, პირდაპირ უკავშირდება იმ დრამატულ პროცესებს, რომელიც საქართველოში ხდებოდა.

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო წილოსანი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა, ერთი მხრივ, ლამაზად დავარცხნილი გზავნილებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვის

თემა: ინტერესი

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • აიპრესი·19:03
    ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას
  • კომერსანტი·19:00
    „არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“
  • პრაიმტაიმი·18:21
    ნინო წილოსანი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა, ერთი მხრივ, ლამაზად დავარცხნილი გზავნილებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვის
  • რუსთავი 2·15:37
    პრემიერი: არ მგონია რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ფაქტების, არგუმენტების გარეშე სასანქციო სიებში ქართული კომპანიების შეყვანა. "დიფ სთეითის" ხელი ურევია თუ გაუგებრობაა, მალე გაირკვევა. მინდა მოვუწოდო რუსეთის ხელისუფლებას, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით
ინტერესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·19:00

ტრამპი: ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება - ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს

იმედი·18:53

პოლონელი ევროპარლამენტარი: არ მესმის, როგორ შეიძლება უკრაინისთვის თითქმის ხუთი წლის განმავლობაში აღჭურვილობისა და ფულის გადაცემის, უზარმაზარი რაოდენობის ლტოლვილების მიღებისა და მათთვის უმეტესწილად უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფის შემდეგ, კვლავ „ბანკომატის“ როლი შევასრულოთ და ყველაფერს დავთანხმდეთ ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე

იმედი·18:47

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს
იმედი·18:38

უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს

უკრაინაში 250 დაღუპული სამხედროს ცხედარი დააბრუნეს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.