ორიგინალი
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას
აიპრესი·19:03

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას

26 ნოემბერი, 2026 · 19:03

ვამჯობინებდი, ჩვენს რუს პარტნიორებთან არა დათმობებზე, არამედ გადაწყვეტილებებზე გვესაუბრა, – ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ დასმულ კითხვას.

ფაშინიანმა ეს განცხადება მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე გააკეთა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის დედაქალაქს 3 დეკემბერს ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ფაშინიანის თქმით, ოფიციალური ერევნის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ მხარეებმა ერთმანეთს არანაირი ზიანი არანაირი ფორმით არ უნდა მიაყენონ. ნიკოლ ფაშინიანმა შეუძლებლად მიიჩნია სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის გაუქმება.

„ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი მიზეზი არის ის, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით მიიღეს. ანუ ეს არ ყოფილა კანონი, რომელიც მოქმედი მთავრობის ან პირთა ვიწრო წრის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. მეორე – გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ამ კანონმა და დისკუსიამ სომხეთის მოქალაქეების დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. მოქალაქეთა უმრავლესობამ ამ კანონს მხარი დაუჭირა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მიმდინარეობს პროცესები, რომელთა განვითარებაც უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამავდროულად, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს არავითარ შემთხვევაში არ სურს ზიანი მიაყენოს რუსეთსა და მის ინტერესებს. თუმცა, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, მისთვის და სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ფედერაციის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ipress.ge
  1. მთავარი
  2. აიპრესი
  3. ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას

თემა: სომხეთის

ამ თემას 19 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ფორმულა·19:18
    პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის თემას განიხილავენ
  • რადიო თავისუფლება·17:26
    პესკოვი: პუტინი და ფაშინიანი განიხილავენ სომხეთის ევროპულ მისწრაფებებსა და სამხედრო ბაზის საკითხს
  • რუსთავი 2·16:46
    სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
  • GHN·16:42
    სომხეთს გარკვეულ ეტაპზე არჩევანის გაკეთება მოუწევს - ევროკავშირთან დაახლოება სურს თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის გაგრძელება - დმიტრი პესკოვი
სომხეთის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

აიპრესი·12:15

კახა კალაძე: სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს

კახა კალაძე: სამწუხაროდ, ერთდროულად რამდენიმე ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის ფუფუნება არ გვაქვს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.