პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უზბეკეთის მოქალაქე სუროგატი ქალი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუროგატი ქალი მშობიარობიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ქალი უზბეკეთის მოქალაქე იყო, რომელმაც სუროგაციის გზით უცხოელი ოჯახისთვის ბავშვი გააჩინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ.
შემთხვევა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მოხდა.
