ორიგინალი
ირაკლი გოგავამ განმარტა თუ რატომ იმუშავა USAID-ის სქემამ საქართველოში: პატარა სისტემაა საქართველო. პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ახალი ხილი იყო, არ ვიცოდით ეს ტექნოლოგიები
იმედი·00:09

ირაკლი გოგავამ განმარტა თუ რატომ იმუშავა USAID-ის სქემამ საქართველოში: პატარა სისტემაა საქართველო. პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ახალი ხილი იყო, არ ვიცოდით ეს ტექნოლოგიები

27 ნოემბერი, 2026 · 00:09

პატარა სისტემაა საქართველო. პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდნენ, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ახალი ხილი იყო, არ ვიცოდით ეს ტექნოლოგიები, - ასე განმარტავს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა მიზეზს თუ რატომ იმუშავა USAID-ის სქემამ საქართველოში.

როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცადა, გამოქვეყნებული სკანდალური ფაილებიდან ახალი არაფერი გაუგია და ეს სქემა ისედაც კარგად ნაცნობი იყო საქართველოს რეალობისთვის.

„ეს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სქემებია, რაც გამოქვეყნდა. მხოლოდ ციფრები იყო სიახლე. კარგია, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან ხდება ასეთი დოკუმენტების გასაჯაროება. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ ეთანხმებიან ასეთ მიდგომას და მათ უნდათ შეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი.

ვიმსჯელოთ, რატომ შეიძლება არ უნდოდეთ ამ გზით სიარული. პირველი ის, რომ ეს არის იდეოლოგიური დაპირისპირება. ამას აკეთებდა ის ძალა, რომელსაც კი ერქვა „დემოკრატიული პარტია“ მაგრამ იყვნენ სულ სხვა მიმართულების, ულტრალიბერალური - გლობალისტური მიმართულების. დღეს „დემოკრატიული პარტიის“ ერთგვარი ტრანსფორმაცია ხდება. ეს რეალობაა, სხვანაირად ამ შედეგს ვერ დადებდნენ არჩევნებში.

მეორე ის გახლავთ, რომ შტატების ადმინისტრაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთმა პოლიტიკამ აშშ-ს ავტორიტეტი, რეპუტაცია, ნდობის ხარისხი მსოფლიოს მასშტაბით დაწია მინიმუმამდე“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მან ისაუბრა იმ მიზეზებზე თუ რატომ იმუშავა შემუშავებულმა სქემამ საქართველოში.

„კომპაქტურია, პატარა სისტემაა საქართველო. პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდნენ, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. პლუს ამას ახალი ხილი იყო, არ ვიცოდით ეს ტექნოლოგიები. 2024 წელს უზარმაზარი რესურსები დაეხარჯა სახელმწიფო გადატრიალებაზე. თანაც მარტო ოკეანის გაღმიდან ხომ არ იყო, ევროპიდანაც დაემატა რესურსები. მთელ ამ სისტემაში ჩართული იყო 20 ათასამდე ბენეფიციარი. ამერიკულ წყაროებში გამოქვეყნდა, რომ 1500 ქართველი ჟურნალისტი იღებდა გრანტებს, დახმარებებს და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

მისი თქმით, ხდებოდა ისეთი ადამიანების შერჩევა, რომელსაც ზერელე წარმოდგენა ჰქონდათ კონკრეტულ საკითხებზე და შემდგომ სემინარებზე, „ტვინის გამორეცხვის მეთოდოლოგიით“ ამზადებდნენ მათ.

„მათ შორის მუშაობდნენ რამდენიმე უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში დღემდე ტვინის გამორეცხვა მიდის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი ნახეთ და არა მარტო... ამიტომ ეს თუ გააჩერა ტრამპმა, ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის კომუნიკაციას ასახავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი გოგავამ განმარტა თუ რატომ იმუშავა USAID-ის სქემამ საქართველოში: პატარა სისტემაა საქართველო. პლუს ამას ეკონომიკური გაჭირვება იყო, პატარა ხელფასები და „ენჯეო“ სექტორი 100-200 დოლარისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც არ იყო გადასადგმელი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ახალი ხილი იყო, არ ვიცოდით ეს ტექნოლოგიები

თემა: ინტერესი

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • რუსთავი 2·21:09
    მინსკის შეხვედრა და პოლიტიკური შეფასებები - რატომ არის საქართველოს მთავრობისთვის აბსურდული მოსკოვის სანქციები და როგორ ცდილობს კრემლი ისეთი თემების წამოწევას, რომელიც რეალურად ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება
  • აიპრესი·19:03
    ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლებისთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესები რუსეთის ინტერესებზე გაცილებით მაღლა დგას
  • კომერსანტი·19:00
    „არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა“
  • პრაიმტაიმი·18:21
    ნინო წილოსანი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა, ერთი მხრივ, ლამაზად დავარცხნილი გზავნილებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვის
ინტერესი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·00:11

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან

თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან
იმედი·00:00

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი უკვე გავიარეთ და ახლა ქვეყნის შენებაა საჭირო

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი უკვე გავიარეთ და ახლა ქვეყნის შენებაა საჭირო
იმედი·23:50

გია ვოლსკი: ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია

გია ვოლსკი: ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია
იმედი·23:48

გია ვოლსკი USAID-ის ფაილებზე: საქართველო შეირჩა იმ მთავარი ნიშნით, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო ოკეანეზე გასვლის რესურსი აქვს

გია ვოლსკი USAID-ის ფაილებზე: საქართველო შეირჩა იმ მთავარი ნიშნით, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო ოკეანეზე გასვლის რესურსი აქვს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.