ნინო წილოსანი: გვიხარია, რომ ამ ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი საქმე გააკეთა, ვინაიდან უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა
წარმოუდგენლად დიდი საქმე გააკეთა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
უმრავლესობის დეპუტატმა კომენტარი გააკეთა USAID-ის გასაჯაროებულ ფაილებთან დაკავშირებით.
„გვიხარია, რომ ამ სამარცხვინო, ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული, თუმცა ალბათ წარმოუდგენლად დიდი საქმე გააკეთა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ USAID დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდა, აფინანსებდა ისეთ პროცესებს, რომელსაც უნდა ჩაეხშო ხალხის ნება, უნდა გაეყალბებინა არჩევნები და უნდა მოეწყო სახელმწიფო გადატრიალებები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.
