ორიგინალი
POLITICO: რატომ არ აპირებენ ევროპელი ლიდერები უკრაინის დახმარების შემცირებას, მიუხედავად მზარდი უკმაყოფილებისა
იმედი·11:33

POLITICO: რატომ არ აპირებენ ევროპელი ლიდერები უკრაინის დახმარების შემცირებას, მიუხედავად მზარდი უკმაყოფილებისა

27 ნოემბერი, 2026 · 11:33

ევროპის ქვეყნებში უკრაინის მხარდაჭერა მცირდება, თუმცა ევროკავშირის ლიდერები მიიჩნევენ, რომ კიევისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების შეწყვეტა გაცილებით ძვირი დაუჯდება ევროპას, ვიდრე საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა. POLITICO-ს შეფასებით, რუსეთის შესაძლო გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხეებს შექმნის.

გერმანიაში, რომელიც ევროპის უდიდესი ეკონომიკა და ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ძალაა, მოსახლეობის 53% უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგია. არასამთავრობო ორგანიზაციის Körber Stiftung-ის მიერ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კიევისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 46% უჭერს. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 59% იყო.

კვლევის შედეგები ბოლო წლებში უკრაინის ომის მიმართ ევროპაში მზარდ დაღლილობას ასახავს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან თითქმის ხუთი წელი გავიდა, წერს გამოცემა.

ცენტრისტი ლიდერებისთვის, რომლებიც საბიუჯეტო პრობლემებსა და უკრაინის მხარდაჭერის მოწინააღმდეგე პოპულისტური ძალების მზარდ გავლენას ებრძვიან, ეს პოლიტიკური რისკი სულ უფრო მწვავე ხდება. თუმცა ბრიუსელში შეკრებილი არაერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კიევისთვის დაფინანსების შეწყვეტის შედეგები საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლაზე გაცილებით მძიმე იქნება.

ევროპელი ლიდერების გაფრთხილებით, ასეთ გადაწყვეტილებას პუტინი გამარჯვებად აღიქვამს, რამაც შესაძლოა ტერიტორიული გაფართოების მიზნით ახალი აგრესიული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით. ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინის დამარცხება ევროპულ მთავრობებს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ, რადგან რუსეთისგან მომდინარე გაზრდილი საფრთხის საპასუხოდ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მოუწევთ.

„ყველას გვესმის, რომ ომის გახანგრძლივებასთან ერთად არსებობს რისკი, რომ მოქალაქეები დაიღლებიან“, - განუცხადა POLITICO-ს შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როზენკრანცმა ბრიუსელში. თუმცა, მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა „ეგზისტენციალური საკითხია და არა უბრალოდ სასურველი არჩევანი“. მინისტრის განცხადებით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შედეგები მთელი ევროპისთვის მძიმე იქნება.

POLITICO-ს ცნობით, დაფინანსების საკითხზე დებატები გადამწყვეტ მომენტში მიმდინარეობს. უკრაინა რუსეთის დაბომბვების ფონზე მეხუთე ზამთარს ხვდება, აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მცდელობებს კი ჯერჯერობით გარღვევა არ მოჰყოლია. კიევის ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ მხარდაჭერის შესუსტების ნებისმიერი ნიშანი პუტინს დაარწმუნებს, რომ დრო მის მხარესაა.

ევროპელი ლიდერების არგუმენტი ასეთია: უკრაინის მხარდაჭერა უკვე მხოლოდ პუტინის მიერ ევროპის საზღვრების ძალით შეცვლის შეჩერებას აღარ ემსახურება - ის თავად ევროპული ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისა და მათი ცხოვრების წესის საფუძვლად არსებული სახელმწიფო ბიუჯეტების დაცვასაც გულისხმობს.

„ევროპა და უკრაინა ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, რადგან უკრაინა ჩვენთვის იბრძვის. ჩვენ მხოლოდ ევროებს ვითვლით, ისინი კი სისხლს ღვრიან“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შესვლისას.

„იაფი ევროპა შეიძლება ძალიან ძვირად ღირებულ შეცდომად იქცეს. უსაფრთხოებას თავისი ფასი აქვს“, - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რუსეთის ნაწილობრივი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა ევროპაში უკრაინიდან დამატებით 10 მილიონამდე ლტოლვილი ჩავიდეს. ეს მასპინძელ ქვეყნებში სოციალურ ხარჯებს გაზრდის და პოპულისტურ განწყობებს გააძლიერებს. ამასთან, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის ძალების ახალი გაძლიერება გახდება საჭირო, რაც თავდაცვის ხარჯების ზრდას გამოიწვევს.

რისკების საკონსულტაციო კომპანია Corisk-ისა და ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ევროპისთვის ჯამური დანახარჯი შესაძლოა 1,6 ტრილიონ ევროს მიაღწიოს. ეს უკრაინის გამარჯვების სავარაუდო ღირებულებაზე ორჯერ მეტია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: რატომ არ აპირებენ ევროპელი ლიდერები უკრაინის დახმარების შემცირებას, მიუხედავად მზარდი უკმაყოფილებისა

თემა: უკრაინის

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 214 სტატია.

  • ინტერპრესნიუსი·07:18
    ანდრეი სიბიგა - უკრაინის არცერთი ქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიის ან ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ
  • ფორმულა·05:50
    უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს
  • ფრონტნიუსი·23:44
    ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის ძალების ახალი სარდალი დანიშნა
  • პალიტრა ნიუსი·21:59
    კოტე კემულარია - ჩვენ აუცილებლად გვჭირდება რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ ახლა არანაირად არ იყო შესაფერისი დრო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პირდაპირი დიალოგის აღსადგენად - როგორც მინიმუმ ჯერ უკრაინის ომი უნდა დასრულდეს
უკრაინის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·11:13

თენგიზ შარმანაშვილი: USAID მიმართული იყო გარკვეული წრეების, „დიფ სთეითის“ ინტერესების გასატარებლად, რათა ზემოქმედება მოეხდინათ სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე

თენგიზ შარმანაშვილი: USAID მიმართული იყო გარკვეული წრეების, „დიფ სთეითის“ ინტერესების გასატარებლად, რათა ზემოქმედება მოეხდინათ სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე
იმედი·11:13

თბილისში 18 ოჯახს ბინებს გადასცემენ

თბილისში 18 ოჯახს ბინებს გადასცემენ
იმედი·10:47

ტრამპი: თუ პუტინს სურს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩამოსვლა შეუძლია

ტრამპი: თუ პუტინს სურს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩამოსვლა შეუძლია
იმედი·10:22

The American Conservative: ევროპა ცდება, როდესაც რუსეთის მოთხოვნას ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ უარყოფს

The American Conservative: ევროპა ცდება, როდესაც რუსეთის მოთხოვნას ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ უარყოფს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.