ორიგინალი
ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
იმედი·12:04

ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

27 ნოემბერი, 2026 · 12:04

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მენეჯერს ივრენ დილეკლის (Evren Dilekli) შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

როგორც ლაშა დოლიძემ აღნიშნა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების განვითარებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საუბარი შეეხო წყლის რესურსების ეფექტიანი მართვის, სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე ნარჩენების მართვისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივ თანამშრომლობის საკითხებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას და გრძელვადიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი მიზანია წყლის რესურსების ეფექტიანი მართვისა და სარწყავი სისტემების განვითარების მხრივ დავნერგოთ თანამედროვე მიდგომა, გავაუმჯობესოთ ნარჩენების მართვის პრაქტიკა და ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.

ივრენ დილეკლის განცხადებით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი მზად არის, რათა ქვეყნის პრიორიტეტების შესაბამისი ინიციატივების მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილოს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლები, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა დოლიძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·12:42

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
იმედი·12:40

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება, დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია

იმედი·12:36

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
იმედი·12:36

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.