ორიგინალი
ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება, დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია
იმედი·12:40

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება, დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია

27 ნოემბერი, 2026 · 12:40

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი სოციალურ ქსელში USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ფაილებს ეხმაურება. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციისთვის 2022 წელს მომზადებული დოკუმენტი აჩვენებს, რომ პლატფორმებიდან მედიასაშუალებების წასაშლელად თანამშრომლობას სთავაზობდნენ.

„შეუწყვიტეთ დაფინანსება, დაუწიეთ რეიტინგი, გააქრეთ პლატფორმებიდან!“ 2022 წლის აგვისტოში USAID-ისთვის მომზადებული დოკუმენტი აჩვენებს, თუ როგორ სთავაზობდა ორგანიზაცია „დეზინფორმაციის გლობალური ინდექსი“ ტექნოლოგიურ გიგანტებთან თანამშრომლობას, მათ შორის Google-ის მშობელ კომპანია Alphabet-თან და Meta-სთან, რათა შეემცირებინათ რეკლამიდან მიღებული შემოსავლები, დაექვეითებინათ მედიასაშუალებების ხილვადობა და პლატფორმებიდან წაეშალათ ის მედიასაშუალებები, რომლებიც „დეზინფორმაციის რისკის“ მქონედ იქნებოდნენ მიჩნეულნი. წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება, დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია”, - წერს მარიო ნაუფალი.

Twitter

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.

აღნიშნულ საკითხზე მასალები საერთაშორისო მედიაშიც გამოქვეყნდა. New York Post-მა დაწერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) Facebook-თან თანამშრომლობდა კონკრეტული პოსტების წაშლის მიზნით, ამასთან, უცხოური საინფორმაციო ვებ-ვერდების ონლაინ პლატფორმებიდან ჩამოშორების გეგმის შემუშავებას ცდილობდა.

აღნიშნულ თემას ეხება Newsweek-ის სტატიაც. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის ურთიერთობას ასახავს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება, დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·12:42

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
იმედი·12:36

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
იმედი·12:36

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
იმედი·12:26

ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ქუთაისის მერი მაროკოში, UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის მე-18 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.