ორიგინალი
Le Figaro: მარსელში ბულგარელ გულშემატკივრებზე თავდასხმა - მაკრონი ძალადობას მკაცრად გმობს
იმედი·12:54

Le Figaro: მარსელში ბულგარელ გულშემატკივრებზე თავდასხმა - მაკრონი ძალადობას მკაცრად გმობს

27 ნოემბერი, 2026 · 12:54

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მარსელში, „ველოდრომის“ სტადიონზე ბულგარელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე ძალადობა „უმკაცრესად“ დაგმო. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად, „ლევსკი სოფიას“ დაახლოებით 12 გულშემატკივარი დაშავდა. დაპირისპირება „მარსელსა“ და ბულგარულ კლუბს შორის ევროპის ლიგის მატჩის დაწყებამდე მოხდა. შეხვედრა ფრანგული კლუბის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

საფრანგეთის ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ხუთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ თვალისა და თავის არეში ტრავმები ჰქონდათ. კიდევ ექვს ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. პრეფექტურის ცნობით, ამ დროისთვის დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ არის.

ინციდენტს ბულგარეთის პრეზიდენტი ილიანა იოტოვაც გამოეხმაურა. მან მარსელში მომხდარი ძალადობის ამსახველ კადრებს „შემზარავი“, თავად თავდასხმას კი „მიუღებელი“ უწოდა. იოტოვამ საფრანგეთის ხელისუფლებას მომხდარის გარემოებების სრულად გამოძიებისა და დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენისკენ მოუწოდა. მან ასევე მოითხოვა, რომ უეფამ შეისწავლოს, რამდენად იყო დაცული ბულგარელი გულშემატკივრების უსაფრთხოება სტადიონზე.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მკაცრად დაგმო მარსელში ქვეყნის მოქალაქეებზე მომხდარი თავდასხმები. სააგენტო BGNES-ის ცნობით, ვითარებას ადგილზე აკვირდებიან ბულგარეთის გენერალური კონსული ლიონში და საპატიო კონსული მარსელში.

მაკრონმა ძალადობა ხუთშაბათს საღამოს დაგმო. ელისეს სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ბრიუსელში, ევროპული სამიტის ფარგლებში ესაუბრა, განუცხადა, რომ მომხდარი დაუსჯელი არ დარჩება. მაკრონის შეფასებით, მსგავსი ძალადობა არც სპორტში და არც საზოგადოებრივ სივრცეში არაა მისაღები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Le Figaro: მარსელში ბულგარელ გულშემატკივრებზე თავდასხმა - მაკრონი ძალადობას მკაცრად გმობს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·12:49

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
იმედი·12:42

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
იმედი·12:40

ამერიკელი ჟურნალისტი მარიო ნაუფალი USAID-ის საქმიანობაზე: წარმოიდგინეთ, შეიძლება დაკარგოთ თქვენი საარსებო წყარო, აუდიტორია და საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც ორგანიზაციამ თქვენი კონტენტი საშიშად მიიჩნია

იმედი·12:36

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

თბილისის N169 საჯარო სკოლაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.