ორიგინალი
ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სემინარი საქართველოს ეროვნულ ბანკში
იმედი·14:02

ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სემინარი საქართველოს ეროვნულ ბანკში

27 ნოემბერი, 2026 · 14:02

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლებისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის თემაზე საერთაშორისო სემინარი გამართა, რომელშიც ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ცენტრალური ბანკების და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარემ თეიმურაზ ხომერიკმა.

„მოხარულები ვართ გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას ტექნიკური დახმარების, კონსულტაციებისა თუ ტრენინგების გზით. მსგავსი სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მოთხოვნადია საქართველოს ეროვნულ ბანკში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება და რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს ეროვნული ბანკის მიდგომა, მიღწევები და პრაქტიკული გამოცდილება განიხილეს.

ყურადღება დაეთმო ფინანსური და ეკონომიკური განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიული ჩარჩოს ფორმირებას, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მექანიზმებს, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის შესაბამისი საკომუნიკაციო არხების გამოყენებას, მათ შორის მოქალაქეთა ფინანსური ქცევების შესწავლისა და თამაშზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობებს. მონაწილეები გაეცნენ ფინანსური განათლების რესურსებს, ინიციატივებსა და თანამედროვე სასწავლო მიდგომას, სკოლებში ფინანსური განათლების პრაქტიკას, ასევე პროფესიული სწავლების პროგრამებსა და ონლაინ სასწავლო პლატფორმას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსური ინსტიტუტების პასუხისმგებლიან საქმიანობას, ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას, ხელშეკრულების პირობებს, მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და დავების გადაწყვეტის მექანიზმებს. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკული საქმეები განიხილეს, ჯგუფური მუშაობის შედეგად გამოავლინეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაძლო პრობლემები და იმსჯელეს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ.

მონაწილეები ასევე გაეცნენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის საქმიანობასა და ეროვნული ბანკის როლს საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა დაცვის კუთხით.

შეხვედრა, რომლის მიზანი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება იყო, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცეში გაიმართა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სემინარი საქართველოს ეროვნულ ბანკში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:22

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
იმედი·14:58

ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება

ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
იმედი·14:49

Euronews: ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება

Euronews: ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება
იმედი·14:31

უეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად

უეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.