ორიგინალი
ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება
იმედი·14:58

27 ნოემბერი, 2026 · 14:58

ბათუმში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია. ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ავრცელებს.

ამასთან, ზურაბ პატარაძე წერს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მან შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განიხილეს გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები.

„ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა.

ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რომელიც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მოედანზე თუ ქალაქში მათი გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი.

ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციულ ქმედებებს მიმართეს. აღნიშნული ქმედებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობას, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი.

ამ დროისათვის ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს პატარაძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ზურაბ პატარაძე ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება

თემა: ბათუმში

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • ფორმულა·15:08
    თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  • სპორტოლი·14:50
    "არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
  • რუსთავი 2·14:34
    "ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და პროცესის კონტროლი გახდა შესაძლებელი" - ზურაბ პატარაძემ თურქეთის ელჩთან ბათუმში განვითარებული მოვლენები განიხილა
  • აჭარის ტელევიზია·14:17
    ზურაბ პატარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა - მხარეებმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს
ბათუმშიმომხდარიმხრიდან

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·15:22

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა
იმედი·14:49

Euronews: ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება

Euronews: ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი ესპანელი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება
იმედი·14:31

უეფა: ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად

იმედი·14:26

მარიამ ლაშხი USAID-ის სკანდალურ ფაილებზე: ამ ფაილების გასაჯაროება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ. ის თანხები, რომლებიც იყო მობილიზებული რევოლუციური გზით საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, მათი ხელწერა იყო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.