გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?
ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რაც სრული იდიოტიზმია, ხოლო ნებისმიერი წინაღობის 90% მოდის ხელისუფლებაში მყოფი ძალის განხეთქილების დროს, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.
გამსახურდიას თქმით, ამ რენეგატების მიერ ამის თქმა პროპაგანდის ნაწილია და ყურს კარგად ხვდება, რაც იციან იმათმაც, ვინც ამ ნარატივს ავითარებს. ხოლო კითხვაზე, თუ რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს, გამსახურდია ასახელებს ნოდარ წულეისკირს, ლია ანდღულაძეს, მუხრან მაჭავარიანს, ვაჟა აბაკელიას, მაია თომაძეს, ნემო ბურჭულაძეს, თემურ ქორიძეს, ჯონი ხეცურიანს, ნუგზარ მოლოდინაშვილს და აღნიშნავს, რომ აკადემიური თვალსაზრისით შემდგომ მთავრობებსა და პარლამენტებში მათ ვერავინ შეედრება.
„ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო მრგვალმა მაგიდამ. ეს ნარატივები აქვთ, პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს. სრული იდიოტიზმი. ნებისმიერი წინაღობის 90% მოდის ხელისუფლებაში მყოფი ძალის განხეთქილების დროს. ხოლო ეს რენეგატები ამას რომ ამბობენ, პროპაგანდის ნაწილია და ყურს კარგად ხვდება. იციან ეს იმათმა, ვინც ამ ნარატივს ავითარებს.
რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ნოდარ წულეისკირი, ლია ანდღულაძე, მუხრან მაჭავარიანი, ვაჟა აბაკელია, მაია თომაძე, ნემო ბურჭულაძე, თემურ ქორიძე, ჯონი ხეცურიანი, ნუგზარ მოლოდინაშვილი თუ, ვინ? მერე შევხედოთ აკადემიური თვალსაზრისით შემდგომ მთავრობებს და პარლამენტებს, ვინ შეედრება?“ - წერს გიორგი გამსახურდია.
