ორიგინალი
ემანუელ მაკრონი: უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრანგეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს
იმედი·20:25

ემანუელ მაკრონი: უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრანგეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს

27 ნოემბერი, 2026 · 20:25

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრანგეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს. მისი თქმით, ამ ომს ევროპელებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.

26 ნოემბერს საფრანგეთის ლიდერი სიტყვით გამოვიდა ბიუჯეტის საკითხებზე გამართულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, სადაც ლიდერებს მოუწოდა, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ეჭვები და გაურკვევლობა არ გააჩინონ.

„თუ უკრაინას მივატოვებთ, მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენსავე უსაფრთხოებას ჩავაგდებთ საფრთხეში“, - ხაზგასმით აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ევროკავშირის დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შემცირდება. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინელები საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის იბრძვიან, თუმცა, ამავდროულად, ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზზეც დგანან.

„უკრაინელების ბრძოლა ჩვენი ბრძოლაც არის. ეს არის ბრძოლა ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან ვლადიმირ პუტინის სამიზნეები ევროკავშირი და ნატო არიან“, - განმარტა მაკრონმა.

მან ასევე დასძინა, რომ ევროპა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და ლიდერებს გულუბრყვილობისა და უპასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.

„როგორც საფრანგეთის პრეზიდენტს, შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, ყველა ფრანგის უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა მან.

მაკრონმა ისიც აღნიშნა, რომ საფრანგეთს უკრაინის დასახმარებლად საკუთარი ბიუჯეტის ყველაზე დიდი წილი არ გამოუყვია.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ემანუელ მაკრონი: უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაში საფრანგეთისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას შეუქმნის საფრთხეს

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 216 სტატია.

  • GHN·19:20
    დღეს უკრაინაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რუსეთიდან ცხრა ბავშვი დაბრუნდა - ვოლოდიმირ ზელენსკი
  • ფორმულა·16:58
    უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა
  • კვირა·15:57
    უკრაინამ რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურასა და სამხედრო აეროდრომზე იერიში მიიტანა
  • რუსთავი 2·15:21
    ემანუელ მაკრონი: უკრაინას ვეხმარებით ჩვენი ინტერესების დასაცავად
უკრაინისევროპისმხარდაჭერით

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·20:27

ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რომელიც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის და ასევე დღეს ჩვენ ვხსნით სამბოს ახალ დარბაზს, ამ თანამედროვე გარემოში სპორტის განვითარებაში ჩართული ადამიანები ყოველდღე გაუზიარებენ ერთმანეთს იდეებს და ქართული სპორტის გასაძლიერებლად ახალ გეგმებზე იმუშავებენ

იმედი·20:24

მიტროპოლიტ აბრაამს 1 დეკემბერს სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

მიტროპოლიტ აბრაამს 1 დეკემბერს სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
იმედი·20:14

The Telegraph: მაკრონმა ლიდერები გააფრთხილა, რომ თუკი ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიანი, 1.6 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი წლის ბოლომდე არ დამტკიცდება, მისი ბედი შესაძლოა მარინ ლე პენის ხელში აღმოჩნდეს

იმედი·20:06

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებისა და სამბოს დარბაზის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს. LIVE

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყებისა და სამბოს დარბაზის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს. LIVE
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.