ორიგინალი
გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება
იმედი·09:38

გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება

28 ნოემბერი, 2026 · 09:38

გერმანიის ბუნდესტაგმა 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დაამტკიცა. მომავალი წლისთვის ამ მიმართულებით 139,4 მილიარდი ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ქვეყნის თავდაცვის ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.

გერმანიის პარლამენტმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი მმართველი კოალიციის - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს, წინააღმდეგ კი ოპოზიციური პარტიები „ალტერნატივა გერმანიისთვის“, „მწვანეები“ და „მემარცხენეები“ გამოვიდნენ.

ბუნდესვერის რეგულარული ბიუჯეტი 2027 წელს 109,7 მილიარდ ევროს შეადგენს, დამატებით 29,6 მილიარდი ევრო კი ბუნდესვერის სპეციალური ფონდიდან გამოიყოფა. საერთო ჯამში, გერმანიის თავდაცვის ხარჯები მიმდინარე წელთან შედარებით 31,2 მილიარდი ევროთი გაიზრდება.

თავდაცვის დაფინანსების ზრდის შედეგად, 60 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო შესყიდვებს მოხმარდება. აქედან 30,3 მილიარდი ევრო რეგულარული თავდაცვის ბიუჯეტიდან, ხოლო 29,9 მილიარდი ევრო სპეციალური ფონდიდან გამოიყოფა. მიმდინარე წელს სამხედრო შესყიდვებისთვის 45 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

26,7 მილიარდი ევრო სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალის ანაზღაურებას მოხმარდება, რაც 2026 წლის მაჩვენებელს თითქმის ორი მილიარდი ევროთი აღემატება. ასევე, 19,3 მილიარდი ევროა გამოყოფილი სამხედროების განთავსების, ყაზარმებისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისთვის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაახლოებით 140 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას ქვეყნის მოსახლეობის, ბუნდესვერის სამხედროებისა და მოკავშირეების წინაშე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება უწოდა.

მმართველი კოალიციის წარმომადგენლები თავდაცვის ხარჯების ზრდას რუსეთის სამხედრო საფრთხითა და ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოთი ხსნიან. ოპოზიციის ნაწილმა კი გააკრიტიკა დაფინანსების ზრდა ვალის ხარჯზე და ბუნდესვერის შეიარაღების შესყიდვების პროცესში არსებული პრობლემები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს 139,4 მილიარდ ევრომდე გაზრდის - ეს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი იქნება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·09:20

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
იმედი·09:10

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები - სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!

იმედი·08:25

მედია: უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა

მედია: უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ რუსეთის როსტოვის ოლქში, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ხანძარი გაჩნდა
იმედი·08:01

პრინციპულობის ორი წელიწადი და არჩევანი ეროვნული ღირსების სასარგებლოდ. 28 ნოემბერი - უარი ბრიუსელის პოლიტიკურ თამაშებს, ორმაგ სტანდარტს და რადიკალიზმის წახალისებას - დღეს 20:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ღია ეთერში“ „იმედზე“

NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.