ორიგინალი
The Telegraph: ზელენსკი ყირიმის ხიდის სრულად განადგურებას გეგმავს - უკრაინა ახალ დარტყმებს ამზადებს
იმედი·12:42

The Telegraph: ზელენსკი ყირიმის ხიდის სრულად განადგურებას გეგმავს - უკრაინა ახალ დარტყმებს ამზადებს

28 ნოემბერი, 2026 · 12:42

უკრაინა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული და სიმბოლური ობიექტის, ყირიმის ხიდის სრულად განადგურებისთვის ემზადება. The Telegraph-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მეთაურებს განუცხადა, რომ ხიდის დარჩენილი ნაწილის მწყობრიდან გამოყვანა სურს.

უკრაინის სამხედრო წყაროების ცნობით, ახალი დარტყმები უკვე მზადდება.

რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელ ხიდს უკრაინულმა დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა 10 დღის წინ შეუტიეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სიმბოლური დარტყმა იყო რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. შეტევის შედეგად ქერჩის სრუტეში ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მონაკვეთი და მისი საყრდენი თაღი ჩამოვარდა, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსეთის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე განლაგებული სამხედრო ძალები მოამარაგოს.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, კიევის მიერ გამოყენებულმა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებმა ხიდის სარკინიგზო მონაკვეთიც მნიშვნელოვნად დააზიანა.

„პრეზიდენტს მისი სრულად განადგურება სურს“, - განუცხადა გამოცემას უკრაინის სამხედრო წყარომ და დასძინა, რომ ახალი დარტყმები მზადდება.

ხიდის დარჩენილი ნაწილის განადგურება ზელენსკისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამარჯვებად იქცევა, რადგან ამით პუტინის კონტროლი ოკუპირებულ ყირიმზე კიდევ უფრო შესუსტდება.

ყირიმის ხიდი, რომელსაც ქერჩის ხიდსაც უწოდებენ, პუტინის ბრძანებით 2014 წელს ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის აღსანიშნავად აშენდა. 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტმა მისი გახსნა სატვირთო ავტომობილით ხიდზე გავლით აღნიშნა.

უკრაინული ძალები სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან არაერთხელ შეეცადნენ ხიდის განადგურებას, რათა შეეზღუდათ რუსეთის შესაძლებლობა, მომარაგება განეხორციელებინა როგორც ყირიმისთვის, ისე უკრაინის სამხრეთში მოქმედი სამხედრო დანაყოფებისთვის. თუმცა, The Telegraph-ის ცნობით, ამ მცდელობებიდან შედეგიანი მხოლოდ 18 ნოემბრის შეტევა აღმოჩნდა.

ოპერაცია შვიდ ეტაპად დაიგეგმა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დასასუსტებლად 11 სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებას მოიცავდა. ხიდზე პირველი დარტყმები უკვე განხორციელებული იყო, როდესაც შეტევაში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების „ნეპტუნის“ სარაკეტო დანაყოფიც ჩაერთო.

შუაღამის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა მობილური გამშვები დანადგარები ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე წინასწარ შერჩეულ პოზიციებზე განათავსეს და იქიდან უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. ოპერაციასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, რაკეტების გაშვების შემდეგ დანაყოფმა პოზიციები სწრაფად დატოვა, რათა რუსეთის საპასუხო ცეცხლისთვის თავი აერიდებინა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფი ხიდს რამდენიმე საათის განმავლობაში უტევდა. დაახლოებით ღამის ორ საათზე „ნეპტუნის“ სარაკეტო ბრიგადამ შეიტყო, რომ ხიდის საავტომობილო ნაწილის მონაკვეთი და საყრდენი თაღი ქერჩის სრუტის წყალში ჩავარდა.

„რა თქმა უნდა, ლუდი დავლიეთ“, - გაიხსენა ოპერაციის ერთ-ერთმა დამგეგმავმა ის მომენტი, როდესაც სამხედროებმა შეტევის შედეგის შესახებ შეიტყვეს.

„ნეპტუნის“ რაკეტების ამოცანა ხიდის სარკინიგზო მონაკვეთზე დარტყმა იყო. მომდევნო ღამეს სარაკეტო დანაყოფი შეტევას კვლავ დაუბრუნდა და რკინიგზის კონსტრუქცია დააზიანა. მხოლოდ მეორე დარტყმის შემდეგ შეიტყვეს სამხედროებმა, რომ ოპერაცია უშუალოდ ზელენსკის ბრძანებით ხორციელდებოდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ „ნეპტუნის“ რაკეტამ უკრაინის შეიარაღებაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ამ ტიპის იარაღს მიაწერენ 2022 წლის აპრილში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი ხომალდის, „მოსკვას“ ჩაძირვას.

საბჭოთა პერიოდის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ბაზაზე შექმნილი იარაღის მოდერნიზებაზე მისი მწარმოებელი, სახელმწიფო კომპანია „ლუჩის“ საკონსტრუქტორო ბიურო მუშაობას აგრძელებდა. 2023 წელს წარმოადგინეს რაკეტის სახმელეთო სამიზნეებზე თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერსიაც, რომლის გამშვებ დანადგარს ერთდროულად ოთხი რაკეტის გაშვება შეუძლია.

წყაროს თქმით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ახლა რაკეტებს ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში განლაგებული პოზიციებიდან უშვებენ და რუსეთის მნიშვნელოვან ობიექტებს უტევენ.

„აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ რაკეტებს ყველა მიმართულებით ვუშვებთ“, - აღნიშნა მან.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: ზელენსკი ყირიმის ხიდის სრულად განადგურებას გეგმავს - უკრაინა ახალ დარტყმებს ამზადებს

თემა: უკრაინის

ამ თემას 23 ქართული წყარო აშუქებს — სულ 219 სტატია.

  • ფორმულა·08:48
    უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა
  • კვირა·01:52
    ირანი ვარაუდობს, რომ ქუვეითში დრონებით განხორციელებული თავდასხმის უკან შესაძლოა უკრაინა იდგეს
  • რადიო თავისუფლება·01:34
    უკრაინა აცხადებს, რომ თავისი ლაზერული იარაღით პირველად ჩამოაგდო რუსული დრონი
  • GHN·00:19
    რუსეთის სამხედრო ფლოტილია, რომელიც ლიბიისკენ მიემართებოდა, უკრაინის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმის შემდეგ უკან გაბრუნდა - Reuters
უკრაინისსრულად

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·13:29

Bloomberg: აშშ-ში ერთ-ერთი მსხვილი ბანკი United Fidelity Bank გაკოტრდა

Bloomberg: აშშ-ში ერთ-ერთი მსხვილი ბანკი United Fidelity Bank გაკოტრდა
იმედი·12:42

იახტ კლუბის თასი 2026 - ბათუმის აკვატორიაში აფროსნობის ტურნირი მიმდინარეობს

იახტ კლუბის თასი 2026 - ბათუმის აკვატორიაში აფროსნობის ტურნირი მიმდინარეობს
იმედი·12:17

ზელენსკი: აშშ-ის პრეზიდენტისგან უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მკაფიო შეთავაზება არ მომისმენია

ზელენსკი: აშშ-ის პრეზიდენტისგან უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მკაფიო შეთავაზება არ მომისმენია
იმედი·11:56

POLITICO: უკრაინაში ჯარედ კუშნერის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. კიევში ფიქრობენ, რომ ტრამპის წარმომადგენელი პუტინის პოზიციებს იზიარებს

POLITICO: უკრაინაში ჯარედ კუშნერის სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. კიევში ფიქრობენ, რომ ტრამპის წარმომადგენელი პუტინის პოზიციებს იზიარებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.