ორიგინალი
ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
იმედი·10:19

ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

29 ნოემბერი, 2026 · 10:19

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ათასობით ადამიანმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 114-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწყებულმა არეულობამ რამდენიმე ქუჩა მოიცვა, პოლიციელებს ქვები, პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს, საპასუხოდ კი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დემონსტრანტები პროტესტის გაგრძელებას 29 ნოემბერსაც აპირებენ და მთელი უქმეების განმავლობაში ქალაქის ცენტრის პარალიზებას ცდილობენ. მედიის ცნობით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი ტირანაში ქვეყნის სხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდანაც კი ჩავიდა. მომიტინგეთა მოთხოვნებს შორის ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომაცაა.

ალბანეთში საპროტესტო გამოსვლები 13 ოქტომბერს ტირანაში გამართული აქციით დაიწყო, რომლის მონაწილეებიც უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურსა და კორუფციას აპროტესტებდნენ. 18 ოქტომბერს რამამ გადადგომის შესაძლებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ პროტესტის უკან „გარე ძალები დგანან“, რა დროსაც ირანი და რუსეთი ახსენა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·12:17

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტა ფრონტის ხაზზე ძალიან დიდი კომპრომისია. ჩვენ მზად ვართ
იმედი·12:13

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო გამოფენას სახელწოდებით „აბრეშუმის გზა მოძრავი ანაბეჭდები“ მასპინძლობს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო გამოფენას სახელწოდებით „აბრეშუმის გზა მოძრავი ანაბეჭდები“ მასპინძლობს
იმედი·12:11

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
იმედი·12:06

6 დეკემბრის ჩათვლით, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი სამეგრელოსა და ქართლ - კახეთის რეგიონების სალოტბარო სკოლებს უმასპინძლებს

6 დეკემბრის ჩათვლით, ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზი სამეგრელოსა და ქართლ - კახეთის რეგიონების სალოტბარო სკოლებს უმასპინძლებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.