კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს პორტუგალიას უმასპინძლებს🏀
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპის ფარგლებში დღეს პორტუგალიას უმასპინძლებს.
თამაში 19:15 საათზე, თბილისში, ქორქიას და ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
ჯგუფში საქართველოს, უკრაინასა და ესპანეთს 6-6 მოგება აქვთ, პორტუგალია კი 5 გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზეა. დღეს „ჯვაროსნების“ გამარჯვების შემთხვევაში, ისინი პორტუგალიელებს 2 მოგებით გაუსწრებენ. ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფში 3 საუკეთესო გუნდი გადის.
