ორიგინალი
„ვოიაჯერ-1“-მა სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გადაცემა შეწყვიტა - კოსმოსური აპარატი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილით დაშორდა
იმედი·14:36

„ვოიაჯერ-1“-მა სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გადაცემა შეწყვიტა - კოსმოსური აპარატი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილით დაშორდა

29 ნოემბერი, 2026 · 14:36

კოსმოსური აპარატი „ვოიაჯერ-1“ დედამიწაზე სამეცნიერო და ტექნიკურ მონაცემებს აღარ გადმოსცემს და მხოლოდ „ცარიელ“ რადიოსიგნალს აგზავნის. NASA-ში განმარტავენ, რომ მონაცემთა გადაცემა 14 ნოემბერს შეწყდა - სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ ზონდი დედამიწიდან ერთი სინათლის დღის მანძილს მიაღწევდა.

NASA-ს ინჟინრები რადიოსიგნალს კვლავ იღებენ, თუმცა ის ბორტის ხელსაწყოების არანაირ მონაცემს არ შეიცავს. სწორედ ამ ცარიელი სიგნალისა და ფრენის ტრაექტორიის საფუძველზე მეცნიერებმა შეძლეს დაედასტურებინათ, რომ „ვოიაჯერ-1“ დედამიწას ერთი სინათლის დღე-ღამით დაშორდა.

სიგნალის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ აპარატის ანტენა კვლავ დედამიწისკენ არის მომართული, გაუმართაობა კი შესაძლოა ბორტის კომპიუტერის მუშაობაში წარმოიშვა. „ვოიაჯერის“ გუნდი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს, თუმცა უზარმაზარი მანძილის გამო აპარატამდე გაგზავნილი და იქიდან წამოსული ნებისმიერი სიგნალის გადაცემას 24 საათი სჭირდება, რაც პროცესს ანელებს.

„ვოიაჯერ-1“ 1977 წლის სექტემბერში იუპიტერისა და სატურნის შესასწავლად გაუშვეს. ვარაუდობდნენ, რომ მისი მისია მხოლოდ ხუთ წელს გაგრძელდებოდა, თუმცა აპარატმა გაცილებით დიდხანს შეძლო მუშაობა. ენერგიის დაზოგვის მიზნით ინჟინრებმა ბორტზე არსებული სამეცნიერო ხელსაწყოების უმეტესობა გამორთეს - ათიდან მუშაობას მხოლოდ ორი განაგრძობს.

ამჟამად „ვოიაჯერ-1“ დაახლოებით 61 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით მიფრინავს ვარსკვლავ გლიზე 445-ის მიმართულებით, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან დაახლოებით 17 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მოსალოდნელია, რომ მასთან კავშირი 2036 წლისთვის შეწყდება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: imedi.ge
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ვოიაჯერ-1“-მა სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების გადაცემა შეწყვიტა - კოსმოსური აპარატი დედამიწას ერთი სინათლის დღის მანძილით დაშორდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

იმედი·14:33

დავით მათიკაშვილი: USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნია მთელს მსოფლიოს

დავით მათიკაშვილი: USAID-ის უმძიმესი კვალი კვლავ ამჩნია მთელს მსოფლიოს
იმედი·14:24

ნეთანიაჰუმ და აიზენკოტმა არჩევნების შედეგად შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად მოლაპარაკებები დაიწყეს

ნეთანიაჰუმ და აიზენკოტმა არჩევნების შედეგად შექმნილი ჩიხიდან გამოსასვლელად მოლაპარაკებები დაიწყეს
იმედი·14:21

ლევან მახაშვილი USAID-ზე: ეს ორგანიზაცია ამოფარებული იყო რამდენიმე ლამაზ პროექტს და ამ ლამაზი პროექტის მიღმა თურმე იყო უზარმაზარი ქსელი, რისი მეშვეობითაც ხდებოდა არაფორმალური გავლენების გამოყენება, ამ გავლენებით ხელისუფლებაზე ზეწოლა, ხელისუფლების დამხობის პროცესების წახალისება

იმედი·14:12

ირანი სამხედრო ძალებში ოპერაციებზე დაწესებული გეოგრაფიული შეზღუდვების მოხსნის შესახებ აცხადებს

ირანი სამხედრო ძალებში ოპერაციებზე დაწესებული გეოგრაფიული შეზღუდვების მოხსნის შესახებ აცხადებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.