მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა
7.7 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

7.7 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

იმედი|imedinews.ge

ინდონეზიის აღმოსავლეთით, კუნძულ ფლორესის რეგიონში, შაბათს დილით 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.

ხელისუფლებამ ცუნამის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, რომელიც მოგვიანებით გააუქმა, თუმცა რეგიონში ათობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი - 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის.

რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა ერთ მეტრზე ნაკლები სიმაღლის ცუნამის ტალღებიც. ინდონეზიის გეოფიზიკის სააგენტოს (BMKG) ცნობით, პირველი ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 04:58 საათზე, 15 კილომეტრის სიღრმეზე დარეგისტრირდა.

საშველო სამსახურის ხელმძღვანელის, ფათჰურ რაჰმანის განცხადებით, საპორტო ქალაქ მაუმერეს მიდამოებში მაშველებმა 20 დაღუპული იპოვეს, ექვსი ადამიანი დაშავდა, ხოლო ორი ნანგრევებშია მოყოლილი.

აშშ-ის და ინდონეზიის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფლორესის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სანაპირო ქალაქ ენდედან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 68 კილომეტრში მდებარეობდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

BBC: ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ წყალდიდობის გამო მე-2 და მე-3 ტერმინალებზე წვდომა შეზღუდულია

BBC: ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს, რომ წყალდიდობის გამო მე-2 და მე-3 ტერმინალებზე წვდომა შეზღუდულია

იმედი

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

იმედი

აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა

იმედი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, განაახლოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-თან

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, განაახლოს თუ არა მოლაპარაკებები აშშ-თან

იმედი