მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს
7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებს

იმედი|imedinews.ge

7-8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) გაიმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.

GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატი დაესწრება. GIMF 2026-ში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის“ განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.

ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • 7–8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (GIMF 2026) უმასპინძლებსBM.GE
  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს - განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება

ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას" განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდება

იმედი

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს

სამართალდამცველებმა 33 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 6 მილიონ ლარს შეადგენს

იმედი

ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ

ყაზახეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებს ცესკოს ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ

იმედი