მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება
8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება

8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, ყოველწლიურად 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„2026 წლის 8 მაისს, ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, ასევე ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი ეწვევა.

კონფერენციაზე განხილული იქნება „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ სამეცნიერო პროექტის მიღწევები და მიმდინარე საქმიანობა. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის სპიკერები ისაუბრებენ გლობალური ღვინის ბაზრის მდგომარეობაზე, ახალ გამოწვევებზე, საექსპორტო ბაზრების სპეციფიკებსა და ამ ბაზრებზე დამკვიდრების შესაძლებლობებზე.

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე მოეწყობა ღვინის დეგუსტაციები, ასევე 8 000-წლიანი ღვინის ისტორიის თემაზე შემეცნებითი და გასართობი აქტივობები. ღონისძიება დასრულდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა გაიმართება.

საქართველო მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ღვინის სამშობლო, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორია 8 000 წელს ითვლის. არქეოლოგიური აღმოჩენები, ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი და ღვინის განსაკუთრებული ადგილი ქართულ კულტურაში ერთობლიობაში ქმნის საფუძველს, რომ ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ღირებულებად ითვლება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი