მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ
The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი|imedinews.ge

აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე ვარიანტიდან, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განიხილავენ, რათა თვეების განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დარტყმებისა და ხანგრძლივი ზეწოლის კამპანიის მიუხედავად, ირანზე ეკონომიკური წნეხი კიდევ უფრო გაზარდონ.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპმა და ნეთანიაჰუმ სამშაბათს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება „კინეტიკური და არაკინეტიკური საშუალებებით“ განიხილეს.

სავარაუდო გეგმა ითვალისწინებს, რომ ვაშინგტონმა და თელ-ავივმა ირანის მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონულ პარტნიორებზე ზეწოლა მოახდინონ, რათა მათ სასაზღვრო გამშვები პუნქტები გაამკაცრონ ან დროებით დახურონ. შედეგად, ირანის ექსპორტისა და იმპორტის ნაკადები მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

„რა მოხდება, თუ უბრალოდ სახმელეთო საზღვრებს ჩაკეტავთ? წარმოიდგინეთ, რომ ირანი ვეღარაფერს შეიტანს და ვეღარაფერს გაიტანს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შეიცვლება“, - განუცხადა The Telegraph-ს ერთ-ერთმა მაღალი რანგის ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც ორივე ქვეყანა განიხილავს.

აშშ-ის არმიის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა შონ მაკფარლანდმა განაცხადა, რომ სახმელეთო ბლოკადის განხორციელება „თითქმის შეუძლებელი“ იქნება, თუმცა დასძინა: „თუ ირანს ვაჭრობის შესაძლებლობას წაართმევთ, ეკონომიკურად სრულ იზოლაციაში მოაქცევთ. სწორედ ასე შეიძლება მისი იძულება“.

მისი თქმით, ეკონომიკურ ზეწოლას სამხედრო კომპონენტიც უნდა ახლდეს.

„ირანს სახმელეთო საზღვარი არაერთ ქვეყანასთან აქვს, ხოლო ერაყი თეირანთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვნად გაართულებს ნებისმიერი დახმარების შეჩერებას“, - აღნიშნა მაკფარლანდმა.

გამოცემის ცნობით, ბლოკადა შესაძლოა ისეთ მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტებს შეეხოს, როგორიცაა ინჩე-ბორუნი და სარახსი, რომლებიც ირანს თურქმენეთთან აკავშირებს.

The Telegraph-ი წერს, რომ ირანს სახმელეთო საზღვრები ერაყთან, თურქეთთან, პაკისტანთან, ავღანეთთან, თურქმენეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან აქვს. შესაბამისად, ვაშინგტონსა და თელ-ავივს ამ ქვეყნების დარწმუნება მოუწევთ, მათ შორის იმ სახელმწიფოებისაც, რომლებიც მათი მოკავშირეები არ არიან.

The Telegraph-ის შეფასებით, ვაშინგტონი შესაძლოა პაკისტანსა და ერაყს ყველაზე სუსტ რგოლებად მიიჩნევდეს.

თუ ირანის რომელიმე მეზობელი ქვეყანა ბლოკადას შეუერთდება, მას საკუთარი ეკონომიკური ზარალისა და ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმების საფრთხეც დაემუქრება.

გამოცემის შეფასებით, პორტებისა და საკვანძო სასაზღვრო პუნქტების ბლოკირებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ირანის სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • "მეორადი ჩარიცხვების ფარგლებში აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის როგორც საბაკალავრო, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები" - თამარ მემანიშვილირუსთავი 2
  • თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეშიBM.GE
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილი: პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება

დავით სონღულაშვილი: პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება

იმედი

პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს

პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს

იმედი

გივი დავითაშვილი: საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიკურად ვითარდება - მიმდინარე მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2026 წელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის რეკორდული იქნება

გივი დავითაშვილი: საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიკურად ვითარდება - მიმდინარე მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2026 წელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის რეკორდული იქნება

იმედი

გიორგი გაბუნია ოპოზიციაზე: როდესაც მათ იხსენიებენ პოლიტიკურ ოპოზიციად, მე ბუნებრივად მიჩნდება ხოლმე პროტესტი ამ შეფასებასთან დაკავშირებით

გიორგი გაბუნია ოპოზიციაზე: როდესაც მათ იხსენიებენ პოლიტიკურ ოპოზიციად, მე ბუნებრივად მიჩნდება ხოლმე პროტესტი ამ შეფასებასთან დაკავშირებით

იმედი