მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 96 წლის ქალი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი კულინარი ბლოგერი
96 წლის ქალი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი კულინარი ბლოგერი

96 წლის ქალი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი კულინარი ბლოგერი

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში 96 წლის ქალი, სახელად ეილინ ჩინი, ყველაზე ასაკოვანი ბლოგერი გახდა, რომელიც კულინარიულ რეცეპტებს იღებს.

გინესის რეკორდების წიგნის ინფორმაციით, ბოლო სამი წელია, ის თავის შვილიშვილთან, ლუკას ვონგთან ერთად ამზადებს ვიდეოებს კერძების მომზადებაზე. რეცეპტებად კი იყენებს თავის ჩანაწერებს გაყვითლებული კულინარიული წიგნიდან.

ეილინი წარმოშობით იამაიკიდანაა და ხშირად ეროვნულ კერძებს ამზადებს. მის არხზე ბევრი სხვა კერძის რეცეპტიცაა. ქალის ასევე ცნობილი გახდა თავისი საფირმო იამაიკური გამოთქმით - Mi rahtid! („ღმერთო ჩემო!“).

„მიხარია, რომ კულინარიის სფეროში ჩემს ცოდნას მომავალ თაობას გადავცემ“, - განაცხადა ეილინმა.

ის ჰყვება, რომ კერძების მომზადება 5 წლის ასაკში დაიწყო, მოგვიანებით კი ეს გატაცება ბიზნესად აქცია. 1950-იან წლებში მან და მისმა ქმარმა კუნძულ სენტ-მარიზე საცხობი გახსნეს. მოგვიანებით ეილინი მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად.

ახლა ყველა ანგარიშზე ჯამში მას 3 მილიონი გამომწერი ჰყავს. ამ წლის მარტში, 96 წლისა და 89 დღის ასაკში, მას ყველაზე ასაკოვანი კულინარი ბლოგერის წოდება ოფიციალურად მიენიჭა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ასავალ/დასავალის ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს რომ ისაა ნამდვილი ცოლი

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

იმედი

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

იმედი

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

იმედი