მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა
მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

იმედი|imedinews.ge

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობაში, საპარაშუტო მომზადების პროგრამის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

კურსდამთავრებულებმა პრაქტიკული სწავლება ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში ჩაატარეს, სადაც მათ ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი, პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით შეასრულეს.

საპარაშუტო მომზადების 3-კვირიანი სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. პარაშუტისტებმა საფრენ აპარატში მოქმედების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს.

პარაშუტისტებს სიტყვით სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიმართა, კურსის დასრულება მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ

ლიკა შარტავა და ზურაბ რურუა ახალგაზრდა პარლამენტარების მე-12 გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობენ

იმედი

ასავალ/დასავალის ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს რომ ისაა ნამდვილი ცოლი

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

იმედი

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

იმედი