მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Barclays“-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Barclays“-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Barclays“-ის მმართველ დირექტორს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ „Barclays“-ის მმართველ დირექტორს, იგორ აკულოვს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევრობონდების რეფინანსირების პროცესში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დაფიქსირებულ მაღალ ინტერესს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს

იმედი

ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს

ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს

იმედი

ლევან მახაშვილი: ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორემ, ჩვენ ვხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს საუბრობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რამეს აკეთებენ

მათიკაშვილი: ცდილობენ, ელენე ხოშტარია წარმოადგინონ დევნის ობიექტად, გაამართლონ მისი უამრავი კანონსაწინააღმდეგო ქმედება - კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისგან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა