მათიკაშვილი: ცდილობენ, ელენე ხოშტარია წარმოადგინონ დევნის ობიექტად, გაამართლონ მისი უამრავი კანონსაწინააღმდეგო ქმედება - კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისგან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა

იმედი|imedinews.ge

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განაჩენთან დაკავშირებით შვედეთის და ნორვეგიის ელჩების განცხადებებს ეხმაურება. როგორც ცნობილია, მათ ამ განაჩენის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.

მათიკაშვილის შეფასებით, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

„ცდილობენ, რომ ელენე ხოშტარია წარმოადგინონ რაღაც დევნის ობიექტად, მისი ოჯახური მდგომარეობა იყოს სპეკულაციის საგანი და ამით გაამართლონ ხოშტარიას ჩადენილი უამრავი კანონსაწინააღმდეგო ქმედება - ადამიანის, რომელიც ხან დასავლეთიდან ფინანსდება, ხან რუსეთიდან მილიონობით რუბლით. ამ ყველაფრის გამართლება და კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისგან შემდგომ კიდევ თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა კონკრეტული დიპლომატიური კორპუსის კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია