ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს

ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს

იმედი|imedinews.ge

ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს ფინანსური სექტორის აქტუალური საკითხების, მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების განსახილველად.

კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი რანგის სპიკერები. მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე. ღონისძიებაში მონაწილეობს 250-ზე მეტი დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტიდან. კონფერენცია უმასპინძლებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე თემატურ დისკუსიებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია