მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და საგარეო ვაჭრობის მიმართულებებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთთან ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში არსებულ აქტიურ პარტნიორობას და მხარს უჭერს უწყვეტი სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პორტების მიმართულებით ტვირთნაკადის ზრდის საკითხი.

თურქმენული მხარე დაინტერესებულია საქართველოს მოქმედ პორტებთან ახლოს სასაწყობო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით და ამ მიმართულებით ინვესტირებით. ამ მიზნით, დაგეგმილია თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს პორტებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დათვალიერება.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უსაფრთხო, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებას და მზადყოფნა გამოხატა, გააგრძელოს თანამშრომლობა თურქმენეთთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივების განხილვის ერთ-ერთი ეფექტური ფორმატი არის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა მიმდინარე წლის 6-7 მაისს, აშხაბადში იგეგმება.

მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში დაიგეგმება საქართველო-თურქმენეთის ბიზნეს-ფორუმი.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი აეროპორტის პროექტებზე.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე. ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური დახმარება გაუწიოს თურქმენული გაზის და ნავთობის საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში და შემდგომ ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირების პროექტებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და თამარ იოსელიანი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახა მიქიაშვილი: თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა

კახა მიქიაშვილი: თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა

იმედი

მიტროპოლიტი დანიელი: არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს. ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე - მამული, ენა, სარწმუნოება. ამ დეკლარირებას უკან უდგას ფაქიზი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი

ტარიელ ხარხელაური: მე არ ვიყავი ეკლესიური. მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა

ტარიელ ხარხელაური: მე არ ვიყავი ეკლესიური. მადლობა უფალს, რომ მე მომიწია იმ დროს ცხოვრება, როდესაც ასეთი პატრიარქი გვყავდა. მადლობა უფალს, რომ მან სწორი გზა მიმითითა და მართალი გზა მიმითითა

იმედი

რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში

რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში

იმედი