ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს

ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.

სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას განცხადებით, აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 31 მლნ ლარის ნაცვლად, 52 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა. აღნიშნულ პერიოდში გამოცხადდა 112 ელექტრონული აუქციონი და წარმატებით გაიყიდა 68 ერთეული უძრავი ქონება.

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე, შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში და გახდეს სახელმწიფო ქონების მესაკუთრე,“ - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია